სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორი იქნება 2018 წელი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძაღლის წელიწადში? - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
08-12-2017
-
+


„მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს ერთგულებასა და სამართლიანობას მივაქციოთ ყურადღება,“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი Etaloni.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს.

მისი თქმით, 2018 სტაბილური წელი იქნება. საახალწლო ატრიბუტებს შორის აუცილებლად უნდა გვქონდეს ატმის, მზესუმზირის, ბროწეულისა და მანდარინის ტოტები.

- როგორ შეაფასებთ 2017 წელს?

- 2017 სამწლიანი რთული რეფორმატორული წლის ბოლო წელიწადი იყო. თხის წელიწადში დაიწყო სერიოზული რეფორმები, მათ შორის სამთავრობო დონეზე, ასევე სოციუმში და მსოფლმხედველობაშიც. მერე მაიმუნმა გააგრძელა და ახლა მამალი აგვირგვინებს. ანუ ეს არის სერიოზული რეფორმების ცვლილებების პერიოდი, რომელსაც შეაჯამებს უკვე ძაღლის წელიწადი. წარმატება ჯერჯერობით ჩვენ წინ გვაქვს. წარმატება 2021-2022 წლის შემდგომ მოვა, მაგრამ იქამდე ჩვენ გვაქვს ეს სერიოზული პერიოდი, ანუ რომ იტყვიან წყალი უნდა აიმღვრეს და შემდეგ დაილექოს. ძაღლის წელიწადი გაცილებით უფრო სტაბილური იქნება, რადგან მიწის სტიქიას განეკუთვნება. იგი მოითხოვს უფრო მეტ ორგანიზებულობას, დისციპლინასა და მეტ მოთმინებას ადამიანებში. 

- რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ძაღლის წელიწადში?

- განსაკუთრებული ყურადღება ძაღლის წელიწადში უნდა მივაქციოთ ერთგულებასა და სამართლიანობას. ეს ორი ფაქტორი უმთავრესია ძაღლისთვის. ძაღლი ძალიან ერთგულია. ამიტომ იგი ითხოვს ყველასგან, რომ ეს ორი თვისება გამოავლინოს. თუ ადამიანი ამ თვისებებს ვერ გამოავლენს დასჯის მექანიზმი შეიძლება ადვილად ჩაირთოს და ვერ გაიგებს, თუ რატომ გახდება წარუმატებელი. ძაღლი გაცილებით მეტად ორგანიზებული და შრომისუნარიანია. ამ თვისებებს იგი ითხოვს ყველასგან. ბუნებით არის კონსერვატორი. ამიტომ ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულებების წინა პლანზე წამოწევა თვალში საცემი იქნება. შესაბამისად, ძაღლი ითხოვს მეტ სერიოზულობას თითოეული მოქმედების მიმართ. მაგალითად, ფულის ყაირათიანად ხარჯვას. ვინც შეძლებს ამას, ის იქნება მეტად წარმატებული. ძაღლი შედარებით დაასტაბილურებს ვალუტის კურსს. დასტაბილურების პერიოდი შესამჩნევი იქნება პირად ურთიერთობებშიც. გამრავლების მხრივაც კარგი წელიწადია. იმიტომ, რომ ძაღლი გამრავლების ერთ-ერთ ფაქტორს გამოავლენს.

- ვინც ძაღლის წელიწადშია დაბადებული, მათთვის როგორი წელი მოდის და რას ურჩევთ?

- მათ ვურჩევ, რომ რაღაც ძველი დაასრულონ თავიანთ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობა, ძველი მეგობრული კონტაქტი. შეიძლება ძველი სამსახური დასრულდეს, რადგან ეს არ უწყობს ხელს თქვენი შესაძლებლობების განვითარებას. ეს არის პერიოდი, როდესაც მათთვის 12 წლიანი განვითარების ციკლი იწყება.

- სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? 

- ყველაზე კარგი, რა თქმა უნდა, არის ოთახის შუა წერტილი, რადგან აქ არის ყველაზე კარგი ენერგეტიკა.  ნაძვის ხესთან ერთად უნდა გვქონდეს სხვა სახის ატრიბუტები, მაგალითად, ჩიჩილაკი. ჩიჩილაკი არის ხის სტიქია, ხის სტიქია მეგობრობს მიწის სტიქიასთან და მათი ერთად ყოფნა ძალიან კარგია. კარგი იქნება თუ გვექნება ხის ტოტი, თუ ნამდვილი არა, შეიძლება იყოს ბუტაფორიაც. აუცილებალად უნდა იყოს ატმის პატარა, ასევე მზესუმზირის, ბროწეულისა და მანდარინის ტოტები. ესენი არის გამრავლების, სიყვარულისა და ფინანსების მოზიდვის ტოტები.

- საახალწლო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის შემობრძანებისას სუფრაზე.

- არავინ არ კრძალავს ეგზოტიკურ კერძებს, მაგრამ ძაღლი კონსერვატორია და წინა პლანზე მამა-პაპური კერძები უნდა წამოიწიოს. გავითვალისწინოთ ერთი დეტალი, რომ ძაღლის წელიწადი იწყება16 თებერვალს. ამიტომ ჩვენ რეალურად მამლის წელიწადში ვხდებით ძაღლის წელიწადს. 31 დეკემბერს პატივი უნდა მივაგოთ ძაღლს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მამალი და უნდა გვქონდეს აუცილებლად ორი ფიგურა: ძაღლი და მამალი. იმიტომ რომ ჯერ მბრძანებელი მამალია. პატივისცემის ნიშნად, მამალს წინ უნდა დაუდგათ საკენკი, ძაღლს კი ხორცი ან ძვალი. ამით ჩვენ მათ კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. 

რას ურჩევთ მათ, ვისაც ძაღლი ჰყავს ოჯახში?

- ძალიან კარგია ძაღლი ოჯახში. მაქსიმალურად უნდა მოაურონ და მოეფერონ თავიანთ ძაღლს. მისი ენერგეტიკა კი დადებითად იმოქმედებს თითოეული ოჯახის წევრზე. ვისაც ძაღლი ჰყავს, მეკვლეს სახით, სახლში ძაღლთან ერთად უნდა შევიდეს. კარგი იქნება, თუ ჩვენ დავახვედრებთ ძვლებსა და ხორცს. ამით ძაღლი გაიხარებს და შესაბამისად, ოჯახიც.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება