სიახლეები
საინტერესო

„მე და ჩემი სკოლელი რეზო ვიქნებოდით ასე, 12-13 წლისები, გაკვეთილებიდან რომ გამოვიპარეთ...“
07-12-2017
-
+


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

გოგა ჩანადირი თავისი ბავშვობიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს. 

გთავაზობთ პოსტს უცლელად. 


„მე და ჩემი სკოლელი რეზო ვიქნებოდით ასე, 12-13 წლისები, გაკვეთილებიდან რომ გამოვიპარეთ. მის ბიძაშვილს, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა, კომპიუტერი ჰქონდა და უნდა გვეთამაშა.

როცა მაშინდელი ელბაქიძის აღმართი ავიარეთ, სურსათის მაღაზიის ვიტრინიდან მომზირალი ეკლერი და შუ შევნიშნეთ.

ფასზე 22 კაპი ეწერა. ნერწყვი გადავყლაპეთ და როცა ხურდები დავითვალეთ, მხოლოდ სკოლის ბუფეტისთვის განკუთვნილი 20-20 კაპიკი აღმოგვაჩნდა.

2-2 კაპიკი გვაკლდებოდა. ჩამოიარა მაღალმა, ჭაღარა კაცმა და გაუბედავად 5 კაპიკი ვთხოვეთ.
მან ეჭვით შემოგვხედა და გვკითხა, სიგარეტისთვის ხომ არ გინდათო.

დავიფიცეთ, რომ ნამცხვრისთვის გვინდოდა. უცნობმა ჯიბიდან მანეთიანი ამოიღო, რომლის ფერი და თითქოს დამახასიათებელი სუნი ახლაც მახსოვს, მოგვცა და გვკითხა, დიდები რომ გახდებით, სხვებს ხომ თქვენც დაეხმარებით?

მას თავი დავუქნიეთ.

თითო-თითო ეკლერი და შუ ვიყიდეთ. უბედნიერესები ვიყავით. ამ ნამცხვრების გემო იმ მანეთიანზე კიდევ უფრო კარგად დამამახსოვრდა.

ხურდა საკმაოდ დაგვრჩა და კინოში წასვლა გადავწყვიტეთ.

ის იყო, კინოთეატრ "ამირანის" სალაროს მივადექით, რომ უპოვარი მოხუცი შევამჩნიეთ.

გასაშლელ სკამზე იჯდა, ქუდი თვალებზე უსწორმასწოროდ ჩამოეფარა და ხელი გამოეშვირა.
რეზომ და მე ერთმანეთს შევხედეთ. ხმა არ ამოგვიღია. მივედით და მთელი ხურდა ჩავუყარეთ.

იმ წამსვე ორივემ ვიგრძენით, რომ უკვე დიდები ვიყავით და მაღალი, ჭაღარა კაცის თხოვნა კეთილსინდისიერად შევასრულეთ.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება