სიახლეები
საინტერესო

ემიგრაციაში მყოფი ორი მოსწავლის დედას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაურეკა
06-12-2017
-
+


იტალიაში, ემიგრაციაში მყოფმა ორი შვილის დედამ, ლელა თოლორდავამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მისწერა ღია წერილი, სადაც სასკოლო განათლების პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ლელა თოლორდავა თავის ფეისბუქზე წერს, მინისტრმა რამდენიმე საათის წინ დაურეკა. ორი მოსწავლის დედა სატელეფონო საუბრის დეტალებზე ფეისბუქ-პოსტში წერს:  

„ - ვივა ლელა!!!

- ვივა მინისტრო!!!

- ვივა ჯორჯია!!!

იმედიანი მერკოლედი გამითენდა. ზუსტად ერთი კვირის უკან ზღვის პირას ვიჯექი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბატონ მიხეილ ჩხენკელს ღია წერილს ვწერდი, რომელმაც თქვენი დიდი ძალისხმევით მიაღწია ადრესატამდე. ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი დამიკავშირდა. ბევრი მაიმედებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ისედაც გულგატეხილ დედას ბოლომდე მიფლეთდნენ გულს. შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო, ჟურნალისტი ბადანტედ გაქცია და რისი იმედი გაქვსო...

არცერთი მსგავსი წერილი გულთან ახლოს არ მიმიტანია, არცერთი უსიტყვო დაცინვა, ზურგსუკან კრიტიკა და ინტრიგან მშობლად მონათვლა არად ჩამიგდია და იცით რატომ?! გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ჩემ ხმას მივაწვდენდი მას, ვისაც მინდოდა რომ გაეგო.

დამერწმუნეთ, არასდროს ასე არ დავლოდებივარ ვინმეს ზარს, ასე სულმოუთქმელად. სიზმარშიც კი დამირეკა, რამდენჯერმე, მინისტრმა. გუშინ საღამოს სპაცატურის (ნაგვის) გადასაყრელად 5 წუთით გასულს, ტელეფონი სახლში დამრჩა და ეს რომ აღმოვაჩინე, არ ვიცი რა სიჩქარით დავფარე უკანა გზა. ახლა სინიორ დომენიკო იკითხეთ, ათასჯერ მეკითხებოდა - მინისტრმა დაგირეკაო.

დილიდ, კოლაციონეზე ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამო რომ ლამის დავახრჩვე სინიორ დომენიკო, ხომ გითხარით.

პრენცარეს მაინც მიირთვამს მშვიდათ თქვა და დოდიჩი ორას ნაცვლად უნდიჩი მეძაზე გადმოვწიე. ის იყო მოვრჩი მანჯარის კეთებას და მელანძანას კოტოლეტო თეფშზე გადმომქონდა, ზარია ტელეფონზე, დავხედე ეკრანს და საქართველოო ... არ ვიცი, დიახ ვუთხარი თუ გისმენთ, პრონტო რომ არ მითქვამს ზუსტად მახსოვს.

- მოგესალმებით ქალბატონო ლელა, მიხეილ ჩხენკელი გაწუხებთო...

ჩემი პაუზა...

- ცუდ დროს ხომ არ გირეკავთო...

- დიახ, ჩემს ნონნოს სადილს მივართმევ და 5 წუთში შევძლებ საუბარს მეთქი.

- კარგით 5 წუთში დაგირეკავთო...

გავთიშე ტელეფონი და ბოლო ხმაზე დავუძახე სინიორ დონენიკო. იმან, მინისტრმა დარეკაო?! სი, სი!!!

მგონი თავისით წამოხტა საწოლიდან, თავის სათამადო ადგილზე დაჯდა და ჩემდა გასაკვირად მანჯარს ზედაც არ შეხედა.

- ვივა ლელა!!! 

- ვივა მინისტრო!!!

- ვივა ჯორჯია!!!

სინიორ დომენიკო ამ შეძახილებით მამხნევებდა მაშინაც, მინისტრმა მეორედაც რომ დამირეკა და ბარე ნახევარი საათი ვისაუბრეთ, რამსენჯერმე გაწყდა კავშირი, იმდენჯერ დამირეკა...

მოკლედ, ბატონმა მიხეილმა ბოდიში მომიხადა, ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედიების გამო ვერ შევძელი თქვენთან დღემდე დაკავშირებაო. გავეცანი თქვენს ღია წერილს და ყველაფერში გეთანხმებითო. სამინისტროს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, სკოლა სასწავლო დაწესებულებას რომ დაამსგავსოსო. მესაუბრა პედაგოგების გადამზადებაზე, სასწავლო პრობრამებზე, სახელმძღვანელოების შეცვლაზე. უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და გპირდებით, ყველა სახელმძღვანელოს პირადად გავეცნობიო. რაც შეეხება სკოლებში გამეფებულ კორუფციას და ,,საშინაო სკოლებს'' სასწრაფო წესით მოხდება ამ ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზონები იქნება მიღებულიო.

ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ გავმეორდი და ვუთხარი, რომ მე ჟურნალუსტი ლელა თოლორდავა , დღეს რომ უცხო ქვეყანაში ვარ გადმოხვეწილი და სინიორ დომენიკოს ბადანტე ვარ, ამაში დამნაშავეა განათლების კირუფციული სისტემა მეთქი...

ვუთხარი ისიც, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის ეპიცენტრში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მყოფი სიკვდილმა დამინდო და ჩემი თავი არ წაართვა ჩემს შვილებს, კორუფციულმა განათლების სისტემამ კი არ დამინდო და ცოცხლად წაართვა ჩემი თავი შვილებსთქო....

ხმაში ბზარი შეეპარა ამის მოსმენისას, დამამშვიდა. მითხრა, რომ ჩემს შვილებს პირად კონტროლზე აიყვანს და მათი სკოლიდან დაიწყებს პრობლემების მოგვარებას.

დიახ, ბატობო მინისტრო, თქვენ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას, სკოლას, რომელმაც მეოცე საუკუნის გრანდები აღზარდა მეთქი. ღირსება უნდა დაუბრუნოთ ყველა სკოლას , რომელიც კორუფციაშია ჩაფლული... თითქმის ყველა ე.წ. პრესტიჟული სკოლა ორმაგი სტანდარტებით ასწავლის მეთქი.

გპირდებითო, ყველა ის კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ჩემი მიზანიც ესააო...

ბოდიში მომიხადა, შეხვედრაზე მაგვიანდებაო და მთხოვა ფეისბუკის პირად გვერდზე მიმეწერა ყველა ის საკითხი, რომელსაც დროის სიმცირის გამო ვერ ვისაუბრეთ.

დიდი მადლობა გადავუხადე მინისტრს ჩემი და ყველა იმ დედის სახელით, რომლებსაც იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, თუნდაც მინისტრის სატელეფონო ზარმა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, რომ მიიტანეთ გულთან ჩემი გულისტკივილი, გამოძებნეთ დრო და ერთჯერ კი არა რამდენჯერმე დამირეკეთ .

მადლობა მეგობრებო, გვერდით დგომისთვის, მარტო ამ ყველაფერს, ვერ მივაღწევდი . ახლა უკვე აღარ ველოდები მინისტრის ზარს, ახლა საქმეს ველოდები, რომელიც საარაკო გახდება!!!

ერთად სასწაულების მოხდენა შეგვიძლია!!!

P.S. მოგიწოდებთ, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს შეიკრიბეთ, სკოლის წინ, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეთ უდიდეს ქართველს, პატივი მიაგეთ იმისთვის, რომ საქართველოს საუნჯეს მისხალიც არ მოაკლო და შიმშილისგან თავი რომ ეხსნა თხის რძით იკვებებოდა ოქროებში ყელამდე ჩაფლული კაცი. . და გახსოვდეთ, ქვეყნის სიმდიდრე მარტო ოქრო- ვერცხლი არ არის , ქვეყნის სიმდიდრე ის თვალხატულა გოგო - ბიჭებია, ექვთიმეს ნატერფალებზე რომ დადიან ცოდნის ტაძარში. მოვუფრთხილდეთ ქვეყნის განძს, გადავარჩინოთ მომავალი!!!“

„ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს“ - ემიგრანტი დედის ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება