ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიების ბოლოს აპლოდისმენტები არ წყდებოდა
ლემშვენიერას საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ზეიმისთვის სპეციალურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიების ბოლოს აპლოდისმენტები არ წყდებოდა:„გვინდა მადლობა ვუთხრათ ჩვენი სკოლის პატარა მსახიობებს. მათ არაჩვეულებრივი ღონისძიება მოაწყვეს.“
იხილეთ ფოტოები