სიახლეები
ეტალონი

სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას გამგეობის შენობაში იღებენ
05-12-2017
-
+


სიქთარვის სკოლაში სასწავლო პროცესი სოფლის გამგეობის შენობაში, რვა პატარა ოთახში ორ ცვლად მიმდინარეობს. მიზეზი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შენობის არარენტაბელურად გამოცხადება იყო. 

„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სწორედ გამგეობის შენობაში განთავსებულ სიქთარვის საჯარო სკოლას ესტუმრა.

„ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „თერჯოლის ეტალონ მოსწავლეს“, გაგა აბულაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

აღნიშნული საჩუქრის გადაცემას დიდი სიხარული და ოვაციები მოჰყვა. 

ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ გაგა აბულაძეს ერთჯერადად 500 ლარიანი ფულადი პრიზი გადასცა და სტიპენდიაც დაუნიშნა.

გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს სკოლა სპეციალურად „ეტალონისთვის“ დამზადებული ტორტით გაუმასპინძლდა. 

შეხვედრის ბოლოს „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ალტერნატიულ შენობაში დაწყებული ახალი სასწავლო წელი ახალი მოტივიაციითა და დიდი იმედებით - სიქთარვის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება