მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასკოლო ცხოვრებიდან აღებულ სიტუაციებს, სადაც მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მიერ აღწერილია შემთხვევები, რომლებმაც თითოეული მათგანი ეთიკური დილემის წინაშე დააყენა. შემთხვევებს თან ახლავს მასწავლებლის, განათლების სპეციალისტისა და ფსიქოლოგის კომენტარები, რომლებიც აფასებენ სიტუაციას, სიტუაციაში მონაწილე პირების ქმედებას და საუბრობენ იმაზე, თუ რა იქნებოდა სასურველი გამოსავალი ამა თუ იმ შემთხვევაში.