ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები თბილისის ქუჩებში ნიღაბაფარებულნი დგანან
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თბილისში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად.
„ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.
თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ?
ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში.“
იხილეთ ფოტოები