სიახლეები
ეტალონი, სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა

''ეტალონი'' ახალგაზრდებს ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
12-10-2016
-
+





სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, „დედოფლიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში ჩატარდა. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის  კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს მხარდაჭერისთვის.  


დედოფლისწყაროს გამორჩეული ახლაგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.





ინტელექტ-შეჯიბრის დაწყებამდე მოსწავლეებმა ლამაზი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.


აქტიურობდა ასევე დამსწრე საზოგადოება, ისინი მონაწილეებს ტაშითა და შეძახილებით ამხნევებდნენ. 


დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.


„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს სამრეკლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე  ზაქარია მექუდიშვილი დაეუფლა.


ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ზაქარიამ გაუზიარა:

„ჩემთვის მოულოდნელი იყო გამარჯვება, დიდი კონკურენცია იყო და საკმაოდ რთული შეჯიბრი ჩატარდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სწავლის სტიმული მომცა მეც და სხვა მონაწილეებსაც. ინტელექტ-შეჯიბრი ვფიქრობ უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს.“

დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მადლობას უხდის „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურება:

„ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ეტალონი“ ამდენი ხნის განმავლობაში აქტუალურია და მის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის გაზრდაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურება და ჩვენს ახალგაზრდებს ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბავშვები გვყავს, საინტერესო და დაძაბული თამაში აჩვენეს. მათ უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ პროექტში მონაწილეობის და წინა წლებთან შედარებით მეტად გახსნილები და თამამები იყვნენ. შესანიშნავი შედგები დაიდო, რაც ძალიან მახარებს. მინდა მივულოცო გამარჯვებულს, დიდი სურვილი მაქვს, რომ რეგიონული ტურის შემდეგ, ფინალში, კვლავ მოვიპოვოთ გამარჯვება. ზაქარიას არაერთ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე.“

გამგებლის მოადგლე სოლომონ გორაშვილი „Etaloni.ge“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან სასარგებლო პროექტია ახალგაზრდებისთვის:  

„“ეტალონი“ უკვე მერადენედ ტარდება ჩვენთან და ყოველთვის ძალიან კმაყოფილები ვართ. კარგად ორგანიზებული იყო ყველაფერი. ეს არის ძალიან სასარგებლო პროექტი. ყველანაირად შევეცდებით ინტელექტ-შეჯიბრი შევინარჩუნოთ. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, რათა შეჯიბრი დედოფლისწყაროში ყოველ წელს ჩატარდეს. გამარჯვებული კი ძალიან ნიჭიერი და გონებაგახსნილი ბავშვია. პროექტი დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში, რაც ძალიან კარგია. წარმატებებს ვუსურვებ ამ შესანიშნავ შეჯიბრს “

დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნონა ჯიბღაშვილის თქმით, ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა:

„ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ღონისძიბა. ჩვენც ძალიან ორგანიზებულად დავხვდით „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. დარბაზში აბსოლიტურად ყველა სკოლა იყო წარმოდგენილი, ბავშვები კი ძალიან კარგად მომზადებულები იყვნენ. ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ბავშვებმაც ძალიან ისიამოვნეს. ამაღლებულ ნოტაზე ვიყავით ყველა. ზაქარიას რაც შეეხება, იგი უნიჭიერესი ბავშვია.“

დედოფლისწყაროს რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი "ეტალინის" წამყვანსა და შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის ასეთი შესანიშნავი პროექტისთვის:

„ძალიან საინტერესო პროექტია. პროექტის ავტორსა და შემოქმედებით ჯგუფს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადით ამ შესანიშნავი პროექტისთვის. ბავშვები მოტივირებულები იყვნენ. იყო სრულიად ჯანსაღი კონკურენცია. ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ეს პროექტი მართლაც ხარისხიან სწავლებასთან არის დაკავშირებული."

"დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ზაქარია მექუდიშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.


"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".  

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად იცოდეს და ესმოდეს თავისი მოვალეობა“

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს
გუნდის კაპიტანი სიდონია ორლოვი გახლდათ. გუნდის წევრები: კესო იჩქიტიძე, ნინო კვინიკაძე და მარიამ გურგენიძე იყვნენ
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გონებრივ შეჯიბრში და კარგი შედეგიც აჩვენეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება