სიახლეები
სიახლეები

„ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი“ - მიხეილ ჩხენკელი
20-11-2017
-
+


„ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი“ -  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში ამერიკელ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან და მისი ფონდის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. 

საუბარი შეეხო დევიდ ლინჩის ინიციატივას თბილისში ახალი საერთაშორისო კინოსკოლის გახსნის თაობაზე.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დევიდ ლინჩს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ჩხენკელის განმარტებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი, სადაც პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიაზე და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროს სახელით სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
ბავშვებმა საინტერესოდ იმსჯელეს და ერთმანეთს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება