სიახლეები
ეტალონი

„ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს ცოდნის პოპულარიზაციას და ავლენს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეებს“
17-11-2017
-
+


ზესტაფონის სკოლებში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე:

„ჩვენი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდები „ეტალონით“ არიან დაინტერესებულები. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს ცოდნის პოპულარიზაციას და ავლენს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეებს. რაც მთავარია, პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისებაა. მოსწავლეებმა შესარჩევ ტურში იაქტიურეს და აღნიშნეს, რომ კითხვები არ იყო რთული. როგორც მათ თქვეს, ყველაფერმა საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. ძალიან კარგი და წარმატებული მოსწავლეები გვყავს და „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაზე ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს.“

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი:

„ძალიან დიდი ინტერესია ზესტაფონში „ეტალონის“ მიმართ. მოსწავლეებმა იაქტიურეს. შესარჩევი ტური შესანიშნავად ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს და მაღალი შედეგები აჩვენეს. „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაზე მათგან კარგ შედეგებს ველოდებით. ინტელექტ-შეჯიბრი არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც მოსწავლეების განვითარებას უწყობს ხელს, როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ისე ზოგად განათლებაში. ძალიან კმაყოფილები ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონი“ მომავალშიც ჩატარდება.“

კერძო სკოლა "ანაბასისის" მასწავლებელი, „ეტალონის“ პედაგოგი, თეა სამხარაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ელოდებოდნენ შესარჩევ ტურს. შარშადელი „ზესტაფონის ეტალონის მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლუკა სამხარაძე სწორედ ჩვენი სკოლიდან იყო.  ეს იყო მათთვის მამოტივირებელი. მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით ეძლევა საშუალება თავისი ცოდნა შეამოწმოს. ეს ერთადერთი კონკურსია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თავს უყრის მოსწავლეებს და მათ თავიანთი თავის, სკოლისა და ოჯახის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. მივესალმებით ამ ინტელექტ-შეჯიბრს.“

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ მუმლაძე:

„ჩვენს სკოლაში ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ მონაწილეების შედეგებით. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ტურს. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა.“

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, „ეტალონის“ პედაგოგი, ნონა გორგოძე:

„შესარჩევი ტური წესების სრული დაცვით ჩატარდა. შედეგებით მოსწავლეები კმაყოფილები არიან. ახლა უკვე მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ტურს. კითხვები სასწავლო პროგრამიდან იყო და ამიტომ ტესტებზე მუშაობა მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ.“

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე:

„მოხარული ვარ რომ ჩვენს სკოლაში ჩატარდა შესარჩევი ტური. კითხვები ყველა საგნიდან იყო. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ეს მათთვის ერთგვარი გამოცდილება იყო. მოეწონათ, რომ კითხვები დასაფიქრებელი იყო და ყველა საგანს მოიცავდა. გონების გავარჯიშებას ახდნენ მოსწავლეები ინტელექტ-შეჯიბრში. ერთგვარი მამოტივირებელია „ეტალონი“. დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს.“

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა გოდიბაძე:

„შესარჩევი ტურის დღეს მოსწავლეები ღელავდნენ. თუმცა შემდეგ ავუხსენი დეტალები და ტესტებზე მუშაობა დაიწყეს. საკმაოდ გაუმარტივდათ კითხვები. კმაყოფილები დარჩნენ, რომ მიიღეს მონაწილეობა. ახლა უკვე მომდევნო ტურისთვის ვემზადებით. მოსწავლეები განიხილავენ კითხვებს. ამ ტურის შემდეგ, მოსწავლეები გაცილებით გაბედულები გახდნენ. იმდენად ემოციური ფონი იყო, ცრემლებიც კი წამოუვიდა ერთ-ერთ მოსწავლეს და მონაწილეობის შემდეგ მითხრა, კიდევ კარგი ხათუნა მასწავლებელო, რომ მივიღე მონაწილეობაო.“

ზოვრეთის სკოლის სასწავლო ნაწილი, „ეტალონის“ პედაგოგი თამრიკო ბანცაძე:

„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“, ზუსტად მიგნებული და ზედგამოჭრილი ბავშვებისთვის. ძალიან კარგია, რომ პირველი ტური სკოლებში ტარდება. ამით უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო სკოლამ, მასწავლებელმა. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ შესარჩევ ტურში. ამ ეტაპზე კითხვები კარგად იყო შერჩეული. დროც საკმარისი იყო. დიდი მადლობა ასეთი კარგი პროექტის შექმნისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის შემოქმედებით ჯგუფს. ნამდვილად, მამულიშვილური პროექტია „ეტალონი“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წლებია ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობენ და დიდი სურვილი აქვთ მომავალშიც აქტიურად მიიღონ ამ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობა.“

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება