ვანის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის კვირეული გაიმართა
16-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ვანის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის კვირეული გაიმართა. „არა ბულინგს“ კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტერმინის განსაზღვრებასა და ჩაგვრის სხვადასხვა ტიპის შესახებ. განიხილეს თემატური ტექსტები და სიტუაციური ამოცანები, იმსჯელეს ჩაგვრის პრევენციის გზებზე. „კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები შემეცნებითი აქტივობებით დაკავდნენ. დამრიგებლები მოსწავლეებთან ერთად საინფორმაციო პრეზენტაციებს აწყობდნენ, ქმნიდნენ პოსტერებს. ბავშვები ძალიან მნიშველოვან და აქტუალურ საკითხებს გაეცნენ,“ - აღნიშნეს ვანის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა