სიახლეები
სამასწავლებლო

„ჩვენი სკოლის მიზანი სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდაა“ - კერძო სკოლა „ივერიის“ დირექტორი ნინო გერგიძე
10-11-2017
-
+


კერძო სკოლა „ივერია“ 1997 წელს, დაწყებითი საფეხურითა (I-VI კლასები) და 35 მოსწავლით გაიხსნა. 2000-2001 სასწავლო წლებში სკოლას უკვე 70 მოსწავლე ჰყავდა, ხოლო 2003 წელს მოსწავლეთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

2013 წელს სკოლამ შეიცვალა შენობა და უფრო დიდ, ნათელ და კომფორტულ შენობაში გადავიდა. (კახეთის გზატკეცილი, №36, მეტრო სამგორის ამოსასვლელი).

„2011 წლის 20 სექტებერს სკოლამ მიიღი ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  სტატუსი, ხოლო 2016 წლის 19 სექტემბერს სკოლამ კვლავ მიიღო ავტორიზაცია უხარვეზოდ. ამის შემდეგ, სკოლა მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და წინსვლაზე“ - აღნიშნა Etaloni.ge-სთან საუბრისას კერძო სკოლა „ივერიის“ დირექტორმა ნინო გერგიძემ.

მისი თქმით, კერძო სკოლა „ივერიის“ ინტერესს იმთავითვე შეადგენდა სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ამისთვის სკოლაში ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბები, სპორტული და სახელოვნებო წრეები:

„ჩვენმა მოსწავლეებმა სხვადასხვა დროს მოიპოვეს ყველაზე წიგნიერის სტატუსი, გაიმარჯვეს სპორტულ ღონისძიებებში, სამოქალაქო განათლებისა და სხვა ოლიმპიადებში. მედალოსანთა და გრანტირებულთა რაოდენობა კი ჩვენს კუსრდამთავრებულებში ძალიან ბევრია. სკოლა აგრძელებს წინსვლას და ორიენტირებულია უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნაზე.“

 

- თქვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში, მუშაობენ ასევე პროექტებზე.

- დიახ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სახის კონკურსსა და  ოლიმპიადაში, მუშაობენ ასევე პროექტებზე და წარმატებებს აღწევენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკის“ მიერ განხორციელებულ ვიქტორინა-კონკურსში, რომელიც ტარდებოდა რესპუბლიკის მასშტაბით ზედიზედ სამი წლის მანძილზე, სკოლა „ივერია“ იყო პირველი ადგილის მფლობელი და გარდამავალი „ბუ“ სკოლის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. სკოლა საუკეთესო მოსწავლეებს აჯილდოვებს როგორც ფულადი პრიზებით, ასევე სიგელებით, დიპლომებითა და სხვადასხვა საჩუქრით.

 

 

- როგორც ვიცით, სკოლის ყველა პედაგოგი ჩართულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

- სკოლის პედაგოგთა უმეტესი ნაწილს, მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ისინი ფიქრობენ თავიანთი კარიერის ისე დაგეგმვას, რომ ყოველი 4 წლის განმავლობაში მოაგროვონ სტატუსის შენარჩუნებისთვის საკმარისი კრედიტქულები და მიზნად ისახავენ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.

- თქვენს სკოლას 2012–2013 სასწავლო წელს საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, „ეტალონისგან“ გადაეცა ხარისხისა და სტუნდენტობის თანადგომის ეროვნული ნიშანი. 

- სკოლა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სატელევიზიო პროექტ „ეტალონში“ და ჩვენს მოსწავლეებს ეძლეოდათ შანსი, გამოემჟღავნებინათ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. გვყავს ინტელექტ-შეჯიბრის გამარჯვებულები - ალექსანდრე რიჟამაძე და ნიკოლოზ შილაკაძე, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ სწავლა-განათლებას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.


- როგორ ხდება თქვენს სკოლაში მოსწავლეების მიღება?

- მოსწავლეთა მიღება ხდება გასაუბრებისა და ტესტირების  საფუძველზე.

- სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ. 

- სკოლა მუდმივად აგრძელებს კარიერულ წინსვლას და ფიქრობს მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. ასევე ძლიერი კადრების მოძიებაზე, მოსწავლეებისთვის უფრო მეტი ტრენინგისა თუ სემინარის ჩატარებაზე.

- რატომ „ივერია“? 

- სკოლაში თბილი და მზრუნველი გარემოა. საუკეთესო და ძლიერ პედაგოგთა გარემოცვაში მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა ღონისძიებაში, კონკურსსა და ოლიმპიადაში. მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ პროექტებზე. რატომ „ივერია“? – „ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება