სიახლეები
სამასწავლებლო

„კოლეგებს ვურჩევდი, სიახლეებისთვის ღია იყვნენ“- მენტორი მასწავლებელი სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლიდან, რომელსაც ბავშვები უპირობოდ უყვარს
08-11-2017
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა.

მენტორის სტატუსის მოპოვება საკმაოდ დიდ შრომას და ძალისხმევას ითვალისწინებს. წარმატებულ პედაგოგს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება.

ცხრა საუკეთესო მენტორ მასწავლებელს შორის ერთ-ერთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ხათუნა ხალვაშია. იგი სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას უკვე 23 წელია ასწავლის. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, კარიერული წინსვლისთვის სასიკეთოდ გამოიყენა და დღეს, მთელი ქვეყნის 9 საუკეთესო მასწავლებელს შორის, საპატიო ადგილს იკავებს. 

Etaloni.ge სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დორექტორ სერგო ხოზრევანიძეს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხათუნა ხალვაში სამაგალითო პედაგოგია:

''ხათუნა ხალვაში სამაგალითო პედაგოგია. ჩართული იყო ყველა სიახლეში, სკოლაში დანერგა ახალი მეთოდები, სადოქტორო დაიცვა. მინდა აღვნიშნო, რომ  ყოველთვის და ყველგან პირველია. მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სკოლას ასეთი დონის პედაგოგი ჰყავს.“ 

თავად ხათუნა ხალვაშის თქმით, მისი წარმატების შემდეგ, კოლეგები მეტად მონდომებულები გახდნენ. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად პედაგოგებს ეხმარება და სურს, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია უფრო დაფასებული გახდეს.

- როგორი იყო თქვენი გზა წამყვანი მასწავლებლიდან მენტორი მასწავლებლის სტატუსამდე, რა აქტივობების, პროექტების, კვლევების განხორციელება მოგიწიათ სტატუსის მისაღებად?

- 23 წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლაში, უნივერსიტეტში ვკითხულობ საგნის სწავლების მეთოდიკას. როგორც დოქტორი და სერტიფიცირებული მასწავლებელი, სქემაში წამყვანის სტატუსით ჩავერთე, შემდეგ ორი წლის განმავლობაში დავაგროვე 32 კრედიტქულა სავალდებულო და დამატებითი აქტივობებით: ჩავატარე სამოდელო გაკვეთილები, განვახორციელე კვლევა, შევქმენი რესურსები, აქტიურად ვმონაწილეობდი კონკურსებსა და კონფერენციებში, ვარ ფასილიტატორი, ვხელმძღვანელობდი სასწავლო ჯგუფის შეხვედრებს და სხვ. ამათგან არცერთი აქტივობა არ ყოფილა ჩემთვის უცხო და განსაკუთრებული, საყვარელ საქმეს დიდი შემართებით ვაკეთებდი.

- როგორ აისახა თქვენი კარიერული წარმატება სკოლასა და ოჯახზე?

- სკოლაში გაიზარდა მოტივაცია, თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია. ბევრს უკვე აქვს საკმარისი კრედიტი გარე დაკვირვებისთვის დასარეგისტრირებლად. ამ შემართებით მალე წამყვანის სტატუსსაც მიიღებენ. ჩემი კოლეგებისთვის ვარ მრჩეველი, ფასილიტატორი და მენტორი. ოჯახზე ჩემი წინსვლა ფინანსურადაც აისახა.

- რა შეიცვალა მოსწავლეებთან ურთიერთობაში მას შემდეგ, რაც მენტორი მასწავლებელი გახდით?

- მოსწავლეებთან ურთიერთობაში, დიდად არაფერი შეცვლილა. ისევ ვატარებთ ექსპერიმენტებს და აქტიურად ვერთვებით საინტერესო ინოვაციებში. ვასწავლი და ვსწავლობ. მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ჩემი საქმე უკეთ გავაკეთო და საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის მიმზიდველი გავხადო.

- რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს, რომლებსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიღება სურთ?

- ვურჩევდი, იყვნენ ღია სიახლეების მისაღებად, უყვარდეთ ბავშვები უპირობოდ და მიიღონ საინტერესო გამოწვევები. შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ყველა სიმაღლე დაიპყრობა. ჩემს ძვირფას კოლეგებს მინდა ვუსურვო წარმატება და ვუთხრა, რომ თუ სწორად დაგეგმავენ თავიანთი განვითარების გზას და გააგრძელებენ მუშაობას, დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევენ. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება