სიახლეები
საინტერესო

„ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის...
07-11-2017
-
+


ბრიტანელი კინომსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჩარლი ჩაპლინი რომლის კარიერა 1914 წლიდან 1967 წლამდე გაგრძელდა, საზოგადოებას მეტწილად კომიკური ხასიათის პერსონაჟებით დაამახსოვრდა.

ჩაპლინი, მისი კინოკარიერის დაწყებისთანავე, ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. წარმოგიდგენთ მსახიობის პოპულარულ გამონათქვამებს.


„ვერასდოეს დაინახავთ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებით."

„სიცილის გარეშე გატარებული დღეები, ტყუილად დაკარგულია."

„ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, რომ ვტირი."

„დამარცხება არაფერია. მხნეობაა საჭირო, რომ თავიდან ლაფი მოიცილო."

„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს."

„როგორც ყველა ადამიანი მეც ის ვარ, ვინც ვარ. უნიკალური და გამორჩეული ინდივიდი. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილისა და გამოცდილებისა, რომელთა ერთიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება."

„უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია."

„ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყო ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულის ტკენის მიზეზი."

„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც."

„თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვითცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს. ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამაც გაგვაბოროტა.  ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბვერს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს."

„მაწანწალა ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა ყმაწვილი, თავგადასავლებისა და რომანების იმედით სავსე."

„აიხედე მაღლა. მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისკენ მივექანებით! მივდივართ ახალ სამყაროში- კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას! სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისკენ... იმედის ფერებში, ჩვენს მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის და მე, ყველა ჩვენთაგანს... აიხედე, მაღლა აიხედე."

„ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის..."

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება