თუ სტუდენტი ხარ, ამ 3 წიგნის წასაკითხად დროს აუცილებლად გამონახავ
26-10-2017

ჩვენი რუბრიკის - 3 წიგნი, რომლის წაკითხვას სწავლის პარალელურად შეძლებთ - სტუმარი ამჯერად ანა ჯოჯუაა, კავკასიის ბიზნეს სკოლის მესამე კურსის სტუდენტი. 

''წიგნის კითხვის დროს მიყვარს სახლში ან ოთახში მარტო ყოფნა. მომწონს, როდესაც ბოლომდე ვარ ჩართული და რეალობაში გადმომაქვს მოვლენები'' - აღნიშნავს ანა ჯოჯუა.


დღეს სწორედ მის მიერ შერჩეულ 3 წიგნს გთავაზობთ. 

1) წარმატების 365 გასაღები

''ეს წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ. ჩვენ ადამიანებმა უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში, გავხდეთ ბედნიერი, გავძლიერდეთ და ყველაფერს დადებითი კუთხით შევხედოთ. ეს წიგნი ადამიანს ხდის მოტივირებულს და არწმუნებს, რომ შეუძლებელი ამ ცხოვრებაში არაფერია. ამ წიგნის წაკითხვამ პიროვნულად ძალიან გამზარდა და შემცვალა, ცხოვრებას უფრო სხვა თვალით შევხედე და ყველაფერი გადავაფასე.''

2) მარკეტინგული ომები 

''იქიდან გამომდინარე, რომ მესამე კურსის მეორე ნახევარში უნდა ავირჩიო მარკეტინგის განხრა, გადავწყვიტე უკეთ ვცნობოდი ამ სფეროს და წამეკითხა წიგნი ''მარკეტინგული ომები''. ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი (''მარკეტინგული ომების'' ავტორები), წარმოგვიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პრესპექტივებს გვამცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს. წიგნში წარმოდგენილია უკანასკნელი სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი და რჩევები. Volkswagen-ის, sony-ს, coca-cola-ს, Budweiser-ის, IBM-ის, McDonald’s-ისა თუ სხვა კომპანიების ქეისებზე დაყრდნობით, მათი წარმატებული თუ წარუმატებელი რეკლამების ანოტირებული რეპროდუქციები.''

3) ოჯახის მენეჯმენტი 

''ძალიან საინტერესოა წიგნია ''ოჯახის მენეჯმენტი''. აქ განსაზღვრულია ადამიანთა ურთიერთობაში ოჯახის, როგორც ერთიანი სისტემის და ქვესისტემის შესწავლა. ოჯახის როლის და აუცილებლობის გააზრება. მათთან ტაქტიკის შერჩევა, ეთიკური ნორმების დაცვა, მხარეთა დავების გადაწყვეტის გზების არჩევა, ოჯახის სოციალური როლის გათავისება, ოჯახის ცხოვრების წესის თავისებურებების შესწავლა და მისი წევრების ჯანდაცვისა და განათლების პრობლემების მოგვარება, ოჯახის ფინანსური პრობლემების და საოჯახო ფინანსების მართვა.''


კომენტარები


სიახლეები
საველე გასვლები მიზნად ისახავს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას
ღონისძიების დასრულების შემდეგ, აპლოდისმენტები არ წყდებოდა
მკითხველს საშუალება აქვს, თითოეული მეთოდის ეფექტურობა სწორედ კვლევის მახასიათებლების გათვალისწინებით განსაჯოს
ამ თამაშის შედეგებით, „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფინალისტი კსუ გახდა
სკოლები
სიქთარვის საჯარო სკოლაში საშობაო სამზადისი უკვე დაიწყო
ინტეგრირებული გაკვეთილი მასწავლებლებმა ლალი ქაიხოსროშვილმა და ლია ქარსაულიძემ ჩაატარეს
საინტერესო
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა
„როცა მაშინდელი ელბაქიძის აღმართი ავიარეთ, სურსათის მაღაზიის ვიტრინიდან მომზირალი“