სიახლეები
ეტალონი

''ეტალონით'' დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესარჩევი ტურები ჩატარდა
19-10-2017
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

აბასთუმნის სკოლის დირექტორი ირა ჯამბურია:

''დიდი ხანია პროექტს ვგულშემატკივრობ. ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია, დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის''.

აბასთუმნის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ირმა კუტალია:

''ბავშვების ცხოვრებაში ''ეტალონს'' დიდი როლი აქვს, რადგან წიგნებს, კითხვას დაუბრუნდნენ, კლასგარეშე ცოდნა შეიძინეს და სწავლის პროცესი მათთვის უფრო საინტერესო გახდა.'' 

სოფელ ახალაბასთუმნის სკოლის დირექტორი ნინო ცხადაია:

''ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული ტესტირებით. უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს მსგავსი ტიპის შეჯიბრები, უკეთესი იქნებოდა. წელს უფრო მეტი მსურველი იყო, ვიდრე შარშან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება.''

ახალაბასთუმნის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი მაკა პაპავა:

''40-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ყველაფერი ნორმების დაცვით ჩატარდა. უმრავლესობამ თამამი აირჩია, მხოლოდ რამდენიმე იყო, ვინც მამულიშვილი აირჩია. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ პროგრამული საკითხები არ იყო ტესტებში, მაგრამ შესაბამის დონეს არ სცდებოდა.''

ოდიშის N2 სკოლის დირექტორი ქეთი კიკალიშვილი:

''ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდა ''ეტალონის'' შესარჩევი ტური. ძალიან კმაყოფილები ვართ, თემები კარგად იყო შერჩეული.''

ოდიშის N2 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი თამუნა გოგია:

''კმაყოფილები ვართ, რადგან ტესტირებაში ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ შეჯიბრმა.''

ზედა ეწერის სკოლის დირექტორი ლია არღვლიანი:

''ძალიან გვიყვარს ''ეტალონი''. პროექტი მოსწავლეებში ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს, რაც მნიშვნელოვანია, ტესტები მორგებულია ყველანაირი დონის მოსწავლისთვის და არც ერთი ბავშვი უკმაყოფილო არ რჩება.'' 

ზედა ეწერის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ქეთევან ჩხეტია:

''ნამდვილად კმაყოფილები ვართ ყველაფრით.''

კორცხელის სკოლის დირექტორი ნონა ნაჭყებია: 

''პროექტი ''ეტალონი'' მოსწავლეებს სწავლის სტიმულს აძლევს. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ასეთი სტილის პროექტები, რადგან მათთვის საინტერესო და სახალისოა''.

კორცხელის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ეკატერინე მიქაძე:

''ბავშვები დიდი ინტერესით მიუდგნენ ამ ყველაფერს, მოეწონათ და ძალიან კმაყოფილებიც დარჩნენ შეჯიბრში მონაწილეობით. იყო ისეთი საკითხები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ გავლილი, მაგრამ არ გასჭირვებიათ დაწერა, რადგან მათ დონეს შეესაბამებოდა''.

ოდიშის  N 1 სკოლის დირექტორი ეკატერინე ჯინჯოლია:

''აქტიურობა საკმაოდ კარგი იყო ტესტირებაზე, ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ბევრმა მონაწილემ გამოთქვა სურვილი მონაწილეობაზე. დამოკიდებულება საკმაოდ კარგი იყო მოსწავლეების მხრიდან , რადგან უყვართ ასეთი სტილის საინტერესო  შემეცნებითი შეჯიბრებები. მივესალმები ასეთი სტილის პროექტებს და მოხარული  ვიქნებოდი  უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს, რადგან მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი და ბევრის მომცემია''.

ოდიშის N1 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი გურანდა ნარმანია:

''მოსწავლეები წინასწარ ემზადებოდნენ ეტალონისთვის, მათ მშვენივრად გაართვეს თავი. პროექტი ‘’ეტალონი’’ მოსწავლეებში დიდ მოტივაციას იწვევს და უფრო მეტად მობილიზებულები ხდებიან სწავლის მიმართ''. 


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


სიახლეები
„ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება“
სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ
სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
სკოლები
სკოლის აღსაზრდელებმა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და სათაფლიას მღვიმე დაათვალიერეს
კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს
საინტერესო
„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი...“
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება
მოდით, გადავხედოთ, წელს რომელი ცნობილი სახეების შვილებმა დაამთავრეს სკოლა
წიგნები გარანტიაა იმისა, რომ ამ ზაფხულს ათასგვარი თავგადასავალის მონაწილე გახდებით
ეტალონი
გლდანი-ნაძალადევის შემდეგ, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების დირექტორთა
სიახლეები