უდაბნოს სკოლის ეზოში ''ეტალონის'' დასახვედრად მთელი სოფელი შეიკრიბა
19-10-2017
''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად უდაბნოს სკოლას ესტუმრა. 

სკოლაში ''ეტალონის'' დასახვედრად მზადება დილიდანვე დაიწყო. სკოლის ეზოში ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, უდაბნოს სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დახვდნენ. 

სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ღონისძიებაზე 2016-2017 სასწავლო წლის ''საგარეჯოს ეტალონმა მოსწავლემ'' და უდაბნოს სკოლის მოსწავლეთა მუსიკალურმა ჯგუფმა სიმღერები შეასრულეს. 

გოჩა ტყეშელაშვილმა გასული სასწავლო წლის ''საგარეჯოს ეტალონ მოსწავლეს'', ლევან გუჯეჯიანს, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, უდაბნოს სკოლას ''ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

უდაბნოს სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი: 

‘’ეტალონი’’ ქართული სულის გამოძახილია. რაც ჩვენთვის მშობლიურია, ქართულია, ყველაფერი გვიყვარს, განსაკუთრებით ეს პროექტი და მისი ავტორი და წამყვანი ბატონი გოჩა. იგი ყველას ძალიან, ძალიან გვიყვარს. მოუთმენლად ველოდებით, ტელე-სივრცეს როდის დაუბრუნდება. რაც შეეხება იმას, თუ სად დავკიდებთ ფოტოსურათს, ამას თავად მოსწავლეები გადაწყვეტენ. მე დიდი სიამაყით მივუჩენდი ადგილს მას ჩემს კაბინეტში, თუმცა უმჯობესია, სტენდზე დავკიდოთ, დერეფანში (სადაც სიგელებია დაკიდებული), რომ ყველამ ნახოს. ჩემი დიდი სურვილი გახლდათ, რომ ლამაზად დაგხვედროდით. ყველა მასწავლებელი დაგვიდგა გვერდში, უცებ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ‘’საგარაჯოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის დაუფლებამ ლევანი უფრო მოტივირებული გახადა, უფრო გაიხსნა, იცის რა უნდა, პროექტში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მიიღო.''

2016-2017 წლის ''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის'', ლევან გუჯეჯიანის, დედა მანანა ჩართოლანი: 

"შთაბეჭდილებებითა და სიამაყით აღსავსე ვარ. არა მარტო ჩემი შვილი, არამედ მთელი უდაბნოს ბავშვები მეამაყებიან. ყველანაირი ინტელექტუალური შეჯიბრი მისასალმებელია. ''ეტალონი'' კი მართლაც რომ ეტალონია. ჩემი შვილი ამ გამარჯვების შემდეგ უფრო მოტივირებული გახდა. ღირებულებების გადაფასება მოახდინა.'' 

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.    

შეგახსენებთ, რომ უდაბნოს სკოლა საგარეჯოში მდებარეობს. სკოლაში 112 მოსწავლე სწავლობს.  


კომენტარები


სიახლეები
გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე
კერძო სკოლები სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ
აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა
ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს
რას მოიცავს პროექტი და რატომ უნდა ჩაერთვნენ მასში სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები?
სკოლები
ბარეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კონსულტანტ-მასწავლებელი ნანა დევდარიანი
„გენდერული თანასწორობა, ძალადობა და ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებში“
პროექტი საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების ფარგლებში განხორციელდა
მოხის საჯარო სკოლაში თემაზე - „მათემატიკა და ბუნება“ შეჯიბრი ჩატარდა
საინტერესო
ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების გარკვეულ მეთოდებს
ფობია — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში
პროგრამის „სამუშაო სკალა“ არის -10-დან 10-მდე
ვიმეტყველოთ და ვწეროთ სწორად