სიახლეები
სიახლეები

ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგებს დამატებითი კრედიტი მიენიჭებათ
19-10-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სსიპ - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლელებლთა პროფესიული გადამზადება.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ასევე უნივერსიტეტის, მასწავლებლის სახლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება. პირველი ეტაპზე დაგეგმილია თბილისის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის სკოლების ფიზ. აღზრდისა და სპორტის პედაგოგების გადამზადება, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები გაუძღვებიან. 2017 წელს ტრენინგ მოდულს 750-ზე მეტი პედაგოგი გაივლის.

ტრენინგ-მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პირველადი გადაუდებელი დახმარება, ადაპტიური ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა.

ტრენინგ- მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგებს დამატებითი კრედიტი მიენიჭებათ.

ზემოაღნიშნულ პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.

კომენტარები


სიახლეები
„ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება“
სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ
სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
სკოლები
სკოლის აღსაზრდელებმა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და სათაფლიას მღვიმე დაათვალიერეს
კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს
საინტერესო
„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი...“
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება
მოდით, გადავხედოთ, წელს რომელი ცნობილი სახეების შვილებმა დაამთავრეს სკოლა
წიგნები გარანტიაა იმისა, რომ ამ ზაფხულს ათასგვარი თავგადასავალის მონაწილე გახდებით
ეტალონი
გლდანი-ნაძალადევის შემდეგ, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების დირექტორთა
სიახლეები