საგანმანათლებლო მედია პროექტი ''ეტალონის'' წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ზემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
06-10-2016
დაკოპირებულია
-
+
საგანმანათლებლო მედია პროექტი "ეტალონის" წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ზემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
გოჩა ტყეშელაშვილი ახალგაზრდებს ეროვნული ინტელექტ-შეჯიბრის, „ეტალონის“, შესახებ ესაუბრა.
მედია პროექტი "ეტალონის" წამყვანმა სკოლის მოსწავლეებს სწავლისკენ და მეტი შრომისკენ მოუწოდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განათლებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივირება, მათი წახალისება და ქვეყანაში საგანმანათლებლო დონის გაუმჯობესება.
გაცნობებთ, რომ 11 ოქტომბერს დედოფლის წყაროში ჩატარდება საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ.