სიახლეები
საინტერესო

''გვაპატიე, რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება, სამწუხაროდ, არ ასრულდა'' - ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეს
12-10-2017
-
+


მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა მსახიობი ლევან უჩანეიშვილი.

''ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!...

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა...

გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა...

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არი!

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს უთხარი უარი... დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი... ყველასათვის ჩარაზული კარი!...

ჩემო ლიკა, მაპატიე...

ყველას აპატიე...

საქართველოს აპატიე...

შეხვედრამდე.''

წერილი მსახიობმა ია ფარულავამ გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლიკა ქავჟარაძე გუშინ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 28 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.




გთავაზობთ ფოტოებს ეროვნული არქივის ფოტოკოლექიციიდან

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება