გიორგი მაჩაბელი მენტორ მასწავლებლებს სერტიფიკატს პირადად გადასცემს
11-10-2017
წელს პირველად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი სერტიფიკატს ცხრავე მასწავლებელს პირადად გადასცემს. ქუთაისის N33 სკოლას გიორგი მაჩაბელი უკვე ესტუმრა და მარინა ისკაკოვას მენტორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატიც გადასცა.

აღნიშნულმა მასწავლებლებმა, სქემის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიული აქტივობების განხორციელების გზით, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს.

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:

  • ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
  • ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზეატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
  • ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);
  • ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანიმასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლისპროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანიმასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრისთვის, წინადადების წარდგენის შესახებ.

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრისა და სკოლის განვითარებაზე. მენტორს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება.

კომენტარები


სიახლეები
კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად რჩება
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ
სკოლაში შეძენილმა ცოდნამ და განვითარებულმა უნარებმა თითოეული ბავშვი სრუფასოვნად რომ მოამზადოს მომავლისთვის
წიგნი ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას
„შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა“ 
სკოლები
საინტერესო
დიდი ხნის განმავლობაში ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი
სოფელში მყოფი ტურისტები სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეორგოლებს ავრცელებენ
ბავშვების ემოციური ინტელექტის ექსპერტები