სიახლეები
სკოლები

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მასწავლებლებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კოლხური ბზები გადასცა
09-10-2017
-
+


ქალაქ ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის თითოეულ მასწავლებელს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად კოლხური ბზის ნერგი გადაეცა.

როგორც ცნობილია, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა. რესურსცენტრის მხრიდან ეს საჩუქარი/აქცია კოლხური ბზის გადარჩენაზე ერთობლივი ზრუნვის მოწოდებაა.

ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხათუნა ხმალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია:

''მასწავლებლებს ამ აქციით პროფესიული დღე მივულოცეთ. დიდი მადლობა მათ ყოველდღიური საქმიანობისთვის. მოგეხდენებათ, ბზა სიცოცხლისა და სიწმინდის სიმბოლოა. მასწავლებლებიც ემსახურებიან ისეთ საქმეს, რომელიც ამ სიმბოლოსთან ასოცირდება. ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, იგი ენდემური სახეობაა. ამ აქტივობით გარემოსდაცვითი ღონისძიებაც გამოგვივიდა, ვინაიდან, ხელი შევუწყვეთ ენდემური სახეობის გავრცელებას. 980 მასწავლებელი გვყავს და თითოეულ ოჯახში გაიხარებს ეს ნერგი. ამასთან, სკოლებში დავარიგეთ ბუკლეტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა გავამრავლოთ ბზა სახლის პირობებში. შესაბამისად, მათ საშინაო პირობებშიც ექნებათ ბზის გამრავლების შესაძლებლობა. ნერგებიც და ბუკლეტებიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN-მა გადმოგვცა, მადლობა მათ ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის,'' -  აღნიშნა ხათუნა ხმალაძემ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სკოლებში მწავნე გარემოს შექმნისა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, არაერთ აქციას აწყობს. შარშან რესურსცენტრის ინიციატივით, 1-ლ და მე-12 კლასელებს გადაეცათ წითელ ნუსახაში შეტანილი სახეობები. მოსწავლეები სკოლაში მათ მიერ დარგულ ხეებზე თავად ზრუნავენ:

''გასულ წელს 1-ლ და მე-12 კლასელებს ვაჩუქეთ სახელობითი, წითელ ნუსახაში შეტანილი სახეობები: ნეკერჩხალი, ცაცხვი... აქცია ''დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე'' ნიკო კეცხოველის პრემიის და დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 სკოლის (საჯარო და კერძო) მოსწავლეებმა დარგეს სახელობითი ნერგები. მოსწავლეები სკოლებში თვითონ უვლიან მცენარეებს. ამ აქტივობებით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებას და სკოლებში მწვანე გარემოს შექმნას. ძალიან გვეხმარება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). შარშანაც მათ მოგვამარაგეს ნერგებით, უსასყიდლოდ გადმოგვცეს,'' - გვითხრა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება