მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას კიდევ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განახორციელებს
09-10-2017
''მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებაა.

კერძოდ, 60-კრედიტიანი პროგრამის განმახორციელებელ უნივერსიტეტებს დაემატა კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება - შ.პ.ს. ევროპის უნივერსიტეტი, სადაც დაფინანსებისთვის 20 ადგილია გამოყოფილი.

2017-2018 წელს აღნიშნულ პროგრამას სულ სამი უნივერსიტეტი დაემატა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ევროპის უნივერსიტეტი. 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიმდინარე სასწავლო წელს 823 ადამიანს მიენიჭება.

იხილეთ უნივერსიტეტები, რომლებიც 2017-2018 სასწავლო წელს 60-კრედიტიან პროგრამას ახორციელებენ:



კომენტარები


სიახლეები
პრეტესტი ჩატარდება 28 ოქტომბერს და მასში  მონაწილეობა ნებაყოფლობითია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა
სკოლები
''მხიარული სტარტები'' სკოლის თვითმმართველობის წევრების ხელმძღვანელობით გაიმართა
სკოლაში კვირაში ერთხელ იმართება ერთი ფილმის ჩვენება
საინტერესო
ყურადღება გაამახვილეთ არა მის პიროვნებაზე, არამედ მის ქცევაზე
გერმანული დიფთონგი ei ქართულში ყველგან აი-თი უნდა გადმოიცეს