სიახლეები
სკოლები

''ისევ ხომ დაბრუნდებით?'' - სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულეს
05-10-2016
-
+

სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამა ''მომავლის თაობის'' ფარგლებში დაიწყეს პროექტის, ''ჩვენც დავბერდებით'', განხორციელება.
  
პროექტის  მიზანი იყო მოხუცთა თავშესაფრის მონახულება, მათი პრობლემების გათავისება, მათზე ზრუნვა, ასევე იქ მყოფი ბებოებისთვის საჩუქრების გაკეთება.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია, გამოიკვლიეს პრობლემა, წინასწარ დაგეგმეს რა გაეკეთებინათ და არჩევანი შეაჩერეს გლდანთან ახლოს მდებარე გიორგი წმინდას დასახლებაში არსებულ მოხუცთა სახლზე - „ჩემი ოჯახი“.     

მოსწავლეებმა შეაგროვეს სურსათ – სანოვაგე, რაშიც  მათთან ერთად  ჩართული იყო თემის მოსახლეობაც. 

შეხვედრა  დატვირთული იყო ემოციური მომენტებით. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვო სურათები და მოხუცებს პირობა მისცეს, რომ კვლავ დაბუნდებოდნენ.

თავშესაფარში სტუმრობამ მართლაც პერმანენტული ხასიათი მიიღო და მოსწავლეები სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის სტუმრობენ საყვარელ მოხუცებს.

16 სექტემბერს ერთ-ერთ ბებოს ქალბატონ ლუარა კიკნაძეს მიულოცეს დაბადების დღე ტორტითა და ყვავილებით.

იყო ცრემლები, სიხარული, სევდა და სიტყვები ,,ისევ ხომ დაბრუნდებით?’’

კომენტარები

ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო

საზოგადოება