სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ბავშვები ხშირად ტირილით აღწევენ მიზანს - მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევები დედებს
11-11-2017
-
+


ეცადეთ გაუგოთ პატარებს. მათ ათასი აკრძალვის სამყაროში უწევთ არსებობა. ეკრძალებათ უამრავი, მათი აზრით საინტერესო და სახალისო რამ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე აცოცება, ანთებულ ქურაზე ’’სადილის მომზადება’’, კედელზე არსებულ ორ პატარა ნასვრეტში რამის შერჭობა, ბასრი ნივთებით თამაში, კარადების გამოლაგება... 

ნუ დაამატებთ აკრძალვათა ნუსხას იმას, რაც უსაფრთხო, მაგრამ, საინტერესოა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. სადაც დათმობა შესაძლებელია, დათმეთ. სადაც ზღვრის დადება აუცილებელია, ეცადეთ, ბავშვს ზრდასრული ადამიანივით მოელაპარაკოთ. აკრძალვას ან შეზღუდვას აუცილებლად მოაყოლეთ ახსნა-განმარტება მისთვის გასაგებ ენაზე. გაუზიარეთ თქვენი ემოციებიც. 

თუ პატარა მისთვის საზიანო რამეს ითხოვს, უთხარით: ’’მიყვარხარ და როცა რამეს იშავებ, ვღელავ’’. მშობლების განწყობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, უნდა იცოდნენ, რომ უფროსები ზრუნავენ მათზე. 

რასაკვირველია, არსებობს პრინციპული მომენტებიც. ყველაფერი, რაც ბავშვის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ჰიგიენას ეხება, განხილვას არ ექვემდებარება. ნუ შეუშინდებით ისტერიკის შეტევებს, თუნდაც ხალხმრავალ ადგილებში. ასეთ დროს მშობლები წუხან, მძაფრად განიცდიან გარშემო მყოფთა რეაქციას. შეეცადეთ, ბავშვს ყურადღება რამეზე გადაატანინოთ. თუ არ გამოვიდა, ხელში აიყვანეთ, ნჯღრევის, ყვირილის, ცემა-ტყეპის გარეშე გაარიდეთ იქაურობას. 

ბავშვები ხშირად ტირილით აღწევენ მიზანს. უფროსების არათანმიმდევრული ქცევა მათ მანიპულირების საშუალებას აძლევს. თუ ბავშვისთვის რამე არ შეიძლება, ისტერიკის გამო პოზიციას ნუ დათმობთ. პრინციპულობა ამ შემთხვევაში აუცილებელია. არაფრით არ შეიძლება შეურაცხყოფა, ცემა, კუთხეში დაყენება, დაშინება. თუ ეტყვით, რომ კომპიუტერზე თამაშს, ეზოში ჩასვლას ან ტკბილეულს დღის ბოლომდე უკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ.

ნუ აიძულებთ ბავშვს, დადოს პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებს და ნურც თავად დაჰპირდებით ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ.
ტყუილი დაპირება სიტყვას ფასს უკარგავს და მომავალში ბავშვთან შეთანხმება გაგიჭირდებათ.

თუ ბავშვი რამეს ხმამაღლა, ისტერიულად აპროტესტებს ხალხმრავალ ადგილას, ნუ ჩარევთ ’'მოლაპარაკების’’ პროცესში  ’’კეთილისმსურველებს’’. მათი წინადადებები: ’’ამ ჯიუტ ბაიას გუდიანს მოვუყვან’’, ’’მოდი, პატრულს გამოვუძახოთ’’ და სხვა, - უფრო მეტად გაამწვავებს ვითარებას. თავაზიანი უარით გაისტუმრეთ უცნობები და ეცადეთ, თავად გაართვათ თავი პრობლემას - ან გაარიდოთ პატარა იქაურობას, ან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. თუ ბავშვი ისტერიკას არ წყვეტს, დაამყარეთ მასთან ვიზუალური კონტაქტი (გაუსწორდით იმ სიმაღლეზე, რომ თვალებში გიყურებდეთ). ასეთ დროს ახსნა-განმარტებას და ხვეწნა-მუდარას აზრი არ აქვს. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება, მკაფიოდ, მოკლედ, გასაგებად აუხსენით აკრძალვა, აკრძალვის მიზეზი და ჩხუბისა და ფიზიკური შეურაწყოფის გარეშე გაარიდეთ კონფლიკტის ადგილს.

იშვიათად შეიძლება ტაიმ-აუტის მეთოდის გამოყენებაც. ბავშვი, რომელიც, მიუხედავად მრავალგზის აკრძალვისა, მითითებისა ან თხოვნისა, თავისას არ იშლის, ცალკე ოთახში გაიყვანეთ, ოღონდ მანამდე გასაგებად აუხსენით თქვენი ქმედების მიზეზი და არსი: ’’შენ ახლა მეორე ოთახში გახვალ, დამშვიდდები და მოხვალ’’. მისი ტირილისა და ყვირილის ნუ შეგეშინდებათ. დარწმუნდით, რომ ოთახში ბავშვისთვის სახიფათო არაფერია და დატოვეთ იქ იმდენი წუთით, რამდენი წლისაცაა.

თანმიმდევრული, სტაბილური მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუ ატყობთ, რომ ბავშვის ქცევა მისი ასაკისთვის შუფერებელია (მაგალითად, ოთხი წლიდან ბავშვი ტკბილეულის ან რაიმე უმნიშვნელო ნივთის ხელში ჩასაგდებად ისტერიკაში არ უნდა ვარდებოდეს), მიმართეთ სპეციალისტს და პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგია მასთან ერთად დაგეგმეთ. 

წყარო: ჟურნალი ''ავერსი''

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება