სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეებისთვის ვიდეოფილმების კონკურსი - ''დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში'' გამოცხადდა
19-09-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს 3-5 წუთიანი ვიდეოფილმების კონკურსს მოსწავლეებისთვის.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს. ფილმი უნდა წარმოაჩენდეს, თუ როგორ ესმით მოსწავლეებს მოცემული საკითხები სკოლაში, როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების კონტექსტში:

1. სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
2. კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება;
3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;
4. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა;
5. პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი;
6. მოქალაქეობრივი აზროვნება;
7. პასუხისმგებლობა;
8. თავდაჯერებულობა;
9. გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება;
10. დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
11. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
12. მოსმენის და დაკვირვების უნარ-ჩვევები;
13. ემპათია;
14. მოქნილობა და შეგუების უნარი;
15. ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები;
16. თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
17. კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები;
18. საკუთარი თავის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა;
19. ენისა და კომუნიკაციის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა;
20. მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:

  • საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა წარმოადგენდეს მოსწავლეების, მოსწავლე-მასწავლებლის ან სკოლის ერთობლივ ნამუშევარს;
  • ვიდეოს ძირითად სათაურად მითითებული უნდა ჰქონდეს ''დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში'';
  • ვიდეოს ქვესათაურად უნდა ჰქონდეს მითითებული ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ის ეხება;
  • ვიდეოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი/ავტორები, კლასი, სკოლა;
  • საკონკურსო ვიდეოს გადაღება შესაძლებელია სმარტფონისა და ტაბლეტის მეშვეობით;
  • ერთ მოსწავლეს, მოსწავლეთა ჯგუფს შეუძლია რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენა;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს/მოსწავლეებს;
  • საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tpdc.ge
  • საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბერი.
საკონტაქტო პირი: მაია ნაკაშიძე. ტელ: 5 93 310 369

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ვიდეოფილმი.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება