ჭვინთის სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ამაღელვებლად დაიწყო
19-09-2017
დაკოპირებულია
-
+
ჭვინთის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათთვის სასწავლო წლის დაწყება საკმაოდ ამაღლევებელი იყო:
''სასწავლო წლის დაწყება საკმაოდ ამაღელვებელი იყო. უმცროსკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, ხოლო უფროსკლასელებმა ბანაკში მიღებულ შთაბეჭდილებები გავუზიარეთ ერთმანეთს.''
მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პროექტის ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, ყვავილების ნერგები დარგეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნავდნენ სკოლაზე