სიახლეები
სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსიც არა აქვთ და მათთვის შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივაც არ არსებობს
19-09-2017
-
+


სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც კარგად იცნობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა აღზრდის, განვითარების, განათლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს.

სპეციალური მასწავლებელი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე.

დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, სპეციალურ მასწავლებლებს არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი. ისინი გამოთიშულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, შესაბამისად, არ აქვთ საშუალება იყვნენ ორიენტირებულები პროფესიულ განვითარებაზე და ამასთან, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივაც არ არსებობს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათი შრომითი ანაზღაურება 280 ლარით განისაზღვრება.

Etaloni.ge დაინტერესდა აქვთ თუ არა სპეციალურ მასწავლებლებს, დამრიგებლობის უფლება? როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, სპეციალურ მასწავლებელს ამის უფლება არ აქვს.

''სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც სხვა საგანს არ ასწავლის (გარდა ინკლუზიური სწავლებისა), ამის უფლება არ აქვს. თუ სპეციალური მასწავლებელი სკოლაში არის მასწავლებლის სტატუსის მქონე, ანუ სხვა საგანსაც ასწავლის, აქვს პედაგოგის საათები, ამ შემთხვევაში მას მიეცემა უფლება, რომ იყოს კლასის დამრიგებელი,'' - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი?


კომენტარები


სიახლეები
დაშავებული ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 
აქციაზე მისული პირები უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვას
სკოლები
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ნიჭს სხვადასხვა მიმართულებით ამჟღავნებენ
საინტერესო
თავდაპირველად ქართველი მშობლებისა და ბავშვების მაგიერ ექიმმა უცხოეთში გადაღებული ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, მაგრამ
ქალი მძღოლის ისტორია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა 
იაპონიის სკოლებს ახალი წევრები, ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შეუერთდებიან
ეტალონი
სიახლეები