სიახლეები
სიახლეები

27 სექტემბერს კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ ჩატარდება
19-09-2017
-
+


ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ნომინაციაში:

1)  21-ე საუკუნის მეცნიერება;

2)  კვლევა და ექსპერიმენტი;

3)  ვსწავლობ სამყაროს;

4)  მეცნიერის პორტრეტი.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება ყველა მონაწილის ნაშრომი. გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ თანამედროვე პლანშეტის შესაძენი ვაუჩერი. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.

კონკურსი ჩატარდება 2017 წ. 27 სექტემბერს 14:00 საათზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დიდ დარბაზში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ნაშრომები უნდა წარადგინოთ 2017 წ. 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ლევან გოთუას ქ.14, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.


კომენტარები


სიახლეები
„ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება“
სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ
სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
სკოლები
სკოლის აღსაზრდელებმა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და სათაფლიას მღვიმე დაათვალიერეს
კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს
საინტერესო
„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი...“
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება
მოდით, გადავხედოთ, წელს რომელი ცნობილი სახეების შვილებმა დაამთავრეს სკოლა
წიგნები გარანტიაა იმისა, რომ ამ ზაფხულს ათასგვარი თავგადასავალის მონაწილე გახდებით
ეტალონი
გლდანი-ნაძალადევის შემდეგ, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების დირექტორთა
სიახლეები