სიახლეები
სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
18-09-2017
-
+


დღეს, 18 სექტემბერს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონში პირველ კურსზე 72 იუნკერი ჩაირიცხა. პირველკურსელები ამჟამად ოთხკვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, რისი დასრულების შემდეგაც სასწავლო პროცესს შეუდგებიან.

სასწავლო წლის დაწყება იუნკერებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ჯოჯუამ, ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო ბატალიონის წარჩინებულმა იუნკერმა, რიგითმა თენგიზ ლიჩელმა მიულოცეს.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება ''ლეიტენანტი'', რის შემდეგაც სწავლას გააგრძელებენ სპეციალიზაციის კურსებზე.

დღესვე, აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები და საპატიო სიგელები გადაეცათ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება