სიახლეები
სიახლეები

როდის ჩატარდება მასწავლებელთა მორიგი სასერტიფიკაციო გამოცდა?
01-10-2017
-
+


როდის ჩატარდება მასწავლებელთა მორიგი სასერტიფიკაციო გამოცდა? - ამ კითხვით Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ჯერ ზუსტად არ იციან ჩატარდება თუ არა წელს, ზამთარში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები:

''ზუსტად არ ვიცით ჩატარდება თუ არა წელს, ზამთარში გამოცდები. მასწავლებელთა საგნის გამოცდა მხოლოდ ერთხელ ჩატარდა 2016 წლის იანვრის თვეში, 2017 წელს ზამთარში გამოცდა აღარ ჩატარებულა. თუ გადაწყდა ზამთარში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, შემოდგომაზე რეგისტრაცია გამოცხადდება. ზაფხულში კი ჩვეულებრივად დაგეგმილია გამოცდის ჩატარება. ზაფხულის გამოცდისთვის რეგისტრაცია გაზაფხულზე გამოცხადდება.'' - აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს Etaloni.ge  ოპერატიულად მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ  მასწავლებელთა სერტიფიცირება გულისხმობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას, მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას, კერძოდ, პედაგოგის ავტორიტეტის გაზრდას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი რგოლის წარმატებულ განვითარებას. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
გოგონებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება