სიახლეები
სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს 40 საჯარო და ორ კერძო სკოლაში 700-ზე მეტი პირველკლასელი შევიდა
15-09-2017
-
+

ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წელს 40 საჯარო და ორ კერძო სკოლაში 700-ზე მეტმა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი.

სასწავლო წლის დაწყება N3 სკოლიდან მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა. 

''თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი იმედი ხვალის და საქართველოს საამაყო შვილები. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ბედნიერება, წარმატებები, წინსვლა და გამარჯვება მინდა გისურვოთ, თქვენ დიდი გამოწვევების წინაშე დგახართ. გქონდეთ ჩვენი მთავრობის თანადგომის იმედი. ჩვენ განათლებული ახალგაზრდები გვჭირდება და ჩვენგან ხელშეწყობა მაქსიმალური იქნება ყოველთვის,'' - ასე მიმართა მოსწავლეებს კონტანტინე მამისეიშვილმა.

გამგებელი პირველკლასელთა პირველ გაკვეთილზეც შევიდა და მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. 

სასწავლო წლის დაწყება თვითმმართველობის სხვა პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა სხვადასხვა სკოლაში მიულოცეს მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს. განათლებისა და მეცინერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში პირვეკლასელებს წელსაც უფასო წიგნები და ნოუთბუქები გადაეცათ.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება