სიახლეები
საინტერესო , რჩევები

მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა - ხშირად, კომუნიკაციის ამ ფორმას სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ
14-09-2017
-
+


მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა საქმიანი კომუნიკაციის დასაწყისია. ხშირად, კომუნიკაციის ამ ფორმას სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა პირველი შთაბეჭდილებების ჩამოყალიბება, სწორედ აქედან იწყება.   

ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი წესი - შეხვედრისას თანამშრომლებსა და კლიენტებს უნდა მივესალმოთ  - ბევრ შემთხვევაში სათანადოდ არ სრულდება.

როგორც ორგანიზაციის კონსულტანტები მიუთითებენ, პიროვნებათშორისი კონფლიქტებისას, ხშირად იჩენს თავს საყვედური, რომელიც სწორედ იმ ,,უზრდელი’’ თანამშრომლების მიმართ გამოითქმება, რომლებმაც  ,,წესიერად მისალმება’’ არ იციან. ამიტომ, აუცილებლად თქვით  ,,გამარჯობა’’  ან  ,,დილა მშვიდობისა’’, როდესაც სამსახურში მიხვედით  ან კლიენტს  შეხვდით.

არასოდეს ჩათვალოთ, რომ არსებული სოციალური კონტექსტი უკვე გულისხმობს ამას და სხვები თქვენგან მისალმებას არ ელოდებიან. ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომლები შემდეგი წესით ხელმძღვანელობდნენ: თავის დაკვრით ესალმებოდნენ ყველას, ვისაც 10 ნაბიჯის მანძილზე ხვდებოდნენ, ხოლო მათ, ვისაც 5 ნაბიჯის მანძილზე ხედავდნენ  - ,,გამარჯობას’’ ან ,,დილა მშვიდობისას’’ ეუბნებოდნენ. მარტივი და სასარგებლო წესია! იგივე წესები ვრცელდება დამშვიდობებაზეც - არასოდეს დაასრულოთ კლიენტთან ურთიერთობა ნათლად გამოთქმული დამშვიდობების გარეშე - ,,ნახვამდის’’, მომავალ შეხვედრამდე’’ ან  ,,კარგად ბრძანდებოდეთ’’. საქმიანი კომუნიკაცია აუცილებლად გულისხმობს, როგორც სხვების ასევე საკუთარი თავის წარდგენას.

წყარო: ''ინტერპერსონალური კომუნიკაცია''. 

ავტორები: ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება