რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი?
08-09-2017

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ფლობს სწავლების მიდგომების, მეთოდოლოგიისა და სტრატეგიების საჭირო კომპეტენციას,  რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა, - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს მიმართა.

''ადამიანი სპეციალური მასწავლებელი რომ გახდეს, მთავარი კრიტერიუმია, რომ მას ჰქონდეს მინიმუმ დაწყებითი მასწავლებლის კვალიფიკაცია, ერთწლიანი გამოცდილება და უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის გადამზადების კურსი. ამის შემდეგ შეუძლია სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყება. მაგრამ არის ისეთი შემთხვევა, ვთქვათ გასაუბრების საფუძველზე, გამოცდილების მიხედვით, როდესაც ვარჩევთ მასწავლებელს, თუმცა მერე უნდა გაიაროს გადამზადება. ყველა გასაუბრებას ესწრება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, რომელიც კურირებს და ამასთანავე ჩართულია გასაუბრებაში და აფასებს იმ კადრს, რომელიც უნდა შეირჩეს,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

სპეციალური მასწავლებლის დასაქმების სფეროები, როლი და პასუხისმგებლობები


კომენტარები


სიახლეები
გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე
კერძო სკოლები სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ
აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა
ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს
რას მოიცავს პროექტი და რატომ უნდა ჩაერთვნენ მასში სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები?
სკოლები
ბარეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კონსულტანტ-მასწავლებელი ნანა დევდარიანი
„გენდერული თანასწორობა, ძალადობა და ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებში“
პროექტი საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების ფარგლებში განხორციელდა
მოხის საჯარო სკოლაში თემაზე - „მათემატიკა და ბუნება“ შეჯიბრი ჩატარდა
ღონისძიების დასასრულს არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო მოეწყო
საინტერესო
ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების გარკვეულ მეთოდებს
ფობია — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში
პროგრამის „სამუშაო სკალა“ არის -10-დან 10-მდე
ვიმეტყველოთ და ვწეროთ სწორად