სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' არის მაღალინტელექტუალური პროექტი'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''ცაგერის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
03-10-2016
-
+









სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, „ცაგერის  ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 



ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ცაგერში, წმინდა ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, ჩატარდა.



ცაგერის 40 გამორჩეული ახლაგაზრდა ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდა.
 


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ. 

 

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეებს სიმღერებით ამხნევებენ.  
  






დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.  



„ეტალონი“ მოსწავლის ტიტულს  ლაილაშის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი  დაეუფლა.  



პირველი სამი ადგილის მფლობელს კი გამგეობამ სპეციალურ პრიზები გადასცა. 
 


ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები გამარჯვებულმა ვახტანგმა ჩაჩხიანმა გაუზიარა: „გამიჭრდა გამარჯვება, რადგან მაღალი კონკურენცია იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. თავად შეჯიბრი კარგად ორგანიზებული იყო და ყველაფერმა უხარვეზოდ ჩაიარა. ასეთი პროექტები მოსწავლეებს გზას უხნის შემდგომი წარმატებებისკენ. შეჯიბრის სხვა მონაწილეებს ვეტყოდი, რომ არ იჩქარონ, იმუშაონ დაკვირვებულად, იყვნენ ყურადღებით და გამოიყენონ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად.“ 

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე „Etaloni.ge”-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ეტალონს“ მომავალი თაობის გონებრივ აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს: „შეჯიბრის მსვლელობისას დადებითი მუხტი მოდიოდა დამსწრე საზოგადოებისგან. ყველაფერმა ძალიან ორგანიზებულად,  უხარვეზოდ და ობიექტურად ჩაიარა. ეტალონის მნიშვნელობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია მედია სივრცისთვის. ეს მოწონებული პროექტია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. მომავალი თაობის გონებრივ აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს პროექტს. რაც შეეხება ვახტანგს, ის არის არაჩვეულებრვი მოსწავლე და ვფიქრობ რესპუბლიკური მასშტაბითაც გამოიჩენს თავს.“  

გამგეობის განათლების და კულტურის განყოფილების უფროსის ლელა ლომთაძის თქმით, „ეტალონი“  ძალიან საჭირო  და აუცილებელი პროექტია: „“ეტალონი“ ეს არის მაღალორგანიზებული, მაღალინტელექტუალური შეჯიბრი, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს სკოლებში. ძალიან საჭირო  და აუცილებელი პროექტია. გამარჯვებული ვახტაგი სამი წელია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებით მონაწილეობს. საქართველოს ჩემპიონიც კი იყო ისტორიის ოლიმპიადაში. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველას ძალიან გაგვიხარდა მისი გამარჯვება.“  

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ღურჭუმელიძე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებში ინტელექტის გაღვივებას უწყობს ხელს:   „როგორც ყოველთვის ეს პროექტი ძალიან ორგანიზებულად და კარგად ჩატარდა. პროექტმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. კარგი იქნებოდა ტელევიზიითაც გაშუქებულიყო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ შეჯიბრს ყოველწლიურად ემატება მოსწავლეების რაოდენობა.’’ 

გამგებლის მოადგილის კახა სვანიძის თქმით, შეკითხვები საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მოსწავლეებმა მაინც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს: „ჩვენთან მეორე წელია ტარდება შეჯიბრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. შეკითხვები საკმაოდ რთული იყო შერჩეული, მაგრამ ჩვენმა ბავშვებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. განსაკუთრებულად თავი  ვახტანგ ჩაჩხიანმა გამოიჩინა და სწორედ ის გახდა “ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ გამარჯვებული.“ 
 
გიორგი კვირიკაშვილი განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი „Etaloni.ge”-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  მონაწილეების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული იყო: „შეჯიბრი მაქსიმალურად სამართლიანად ჩატარდა. მონაწილეების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული იყო. მე ვთვლი, რომ ს პროექტი საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეჯიბრია, რომელიც დიდი რაოდენობით იზიდავს ახალგაზრდებს. მიმაჩნია, რომ ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს.“ 

წმინდა ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის წარმომადგენელი ნათია მიქაძის თქმით, "ეტალონი" ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეჯიბრია: „ჩვენმა ბავშვებმა ძალიან ღირსეულად ითამაშეს. შეჯიბრი ძალიან ობიექტურად ჩატარდა და არა მარტო მე, არამედ ყველა ვინც ესწრებოდა ძალიან კმაყოფილი დარჩა. „ეტალონი“ ბავშვის მოტივაციას ამაღლებს, უღვიძებს ცოდნის გაღრმავების სურვილს და გამომდინარე აქედან, ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.“

„ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ მეუფე სტეფანეს ლოცვა კურთხევით გაიმართა.

 

"ცაგერის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ვახტანგ ჩაჩხიანი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".   
    
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება