სიახლეები
სკოლები

ვანის N2 სკოლის მოსწავლე ქეთი მიქელთაძე ეკო ბანაკში მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
05-09-2017
-
+


ვანის N2 სკოლის მე-9 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ქეთი მიქელთაძემ, ეკო ბანაკში ''აღმოაჩინე საქართველო'' 8 ნაყოფიერი დღე გაატარა. ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ის გარემოსდაცვითი კონკურსის - ''ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია'' ფარგლებში შერჩეულ 27 ფინალისტთან ერთად 23 აგვისტოდან 31 აგვისტომდე იმყოფებოდა. 

ბანაკში განხორციელებული აქტივობები და მიღებული შთაბეჭდილებები ქეთიმ Etaloni.ge-ს გაუზიარა.

- ქეთი, როგორ მოხვდით საზაფხულო ეკო ბანაკში?


- ჩვენი სკოლა ''ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის'' ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით, ამ კონკურსის ნახევარფინალში გავედით. სხვადასხვა მაღალქულიანი სკოლის მოსწავლეები შეგვარჩიეს და ბანაკში წაგვიყვანეს. რომ არა ჩემი სკოლა, მასწავლებლები და თეონა მასწავლებლის დიდი მონდომება, ვერ მოვხვდებოდი ბანაკში. ჩემი სკოლა ყოველთვის ხელს გვიწყობს მოტივაციის ამაღლებაში, რისთვისაც მადლიერი ვარ. ბანაკში საქართველოს მასშტაბით სულ 27 მოსწავლე გავემგზავრეთ.

- თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა აქტივობები განახორციელეთ ბანაკში ?

- საზაფხულო ბანაკი შემეცნებითი ხასიათის იყო. ბევრი საინტერესო ტრენინგი ჩაგვიტარდა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ბანაკში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა. ამ ერთი კვირის განმავლობაში იმაზე მეტ სიახლეს გავეცანი, ვიდრე წარმომედგინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეგვეძლო ინფორმაცის მიღება არა მარტო ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ საკითხებზე, არამედ სოციალურ თემებზეც. მინდა ასევე გამოვყო, სოციალური გამოკითხვა, რომელიც ფასანაურში ჩავატარეთ. იცით, რომ იქ ტურისტული ზონაა, საოჯახო სასტუმროებია განთავსებული. შევხვდით მათ მეპატრონეებს და ვესაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. გარდა იმისა, რომ სოციალური გამოკითხვის მექანიზმები შევისწავლეთ, ეს პროცესი ძალიან სახალისოც იყო. სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშში ვმონაწილეობდით. ეს ყველაფერი გუნდურობაში გვეხმარებოდა.

 

 

ეკო ბანაკიდან დაბრუნებული ქეთი, თავის სკოლაში არსებულ ინგლისურენოვან ბანაკში საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბებასა და მწვანე აქტივობების განხორციელებას შეუდგა.


ვანის N2 სკოლაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი გუშინ გაიხსნა. მოსწავლეები სპორტულ-შემეცნებით აქტოვობებში ხალისით მონაწილეობენ.

ვანის N2 სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი ხაზს უსვამს ბანაკების როლსა და მნიშვნელობას და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული სხვადასხვა ბანაკის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში:


- ვფიქრობ, ბანაკები კარგ როლს ასრულებენ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ჩართულობის გასაძლიერებად და სამოქალაქო ცნობიერების გასაუმჯობეებლად. ბანაკებიდან მოსწავლეები ამბიციურები ბრუნდებიან, უამრავი აქტივობით, სიახლითა და უნარებით დატვირთულნი. ცდილობენ, რომ ყველა სიახლე სკოლაში დანერგონ, განახორციელონ. თავად გეგმავენ, ტესტავენ, აკვირდებიან და შედეგებსაც აფასებენ. ფაქტობრივად, სრულყოფილ, დიდ ადამიანებად ყალიბდებიან. მიზანი საერთო აქვთ - ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, საკუთარი სკოლის, ქალაქის, ქვეყნის პოპულარიზაცია. ამიტომ არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული სხვადასხვა ბანაკის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში. თავიანთი გამოცდილება საკუთარ სკოლაში გამოიტანეს და დიდი სიამოვნებით ასრულებენ ლიდერების როლს ჩვენი სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება