14 წლიანი ძებნის შემდეგ, იტალიელმა პოლიციელებმა, ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ვან გოგის ნახატები იპოვეს.
ვან გოგის ტილოები, „კრება ტოვებს რეფორმატორულ ეკლესიას ნუენენში“ და „ზღვის ხედი შევენინგენთან“, 2002 წელს ამსტერდამის მუზეუმიდან მოიპარეს.
ვან გოგის მუზეუმის დირექტორის, ალექს რუგერის თქმით, უკვე აღარ ქონდათ იმედი, რომ ნახატებს ოდესმე იპონვიდნენ: „14 წელი გავიდა მას მერე, რაც ნახატები მოიპარეს. უკვე იმედიც აღარ გვქონდა ვან გოგის ნახატების დაბრუნების.“
„ზღვის ხედი შევენინგენთან“ ვან გოგმა 1882 წელს დახატა, ხოლო „კრება ტოვებს რეფორმატორულ ეკლესიას ნუენენში“ კი 1884 წელს შეასრულა.