სიახლეები
რჩევები

რამდენიმე რჩევა ფორმალურ ჩაცმულობასთან დაკავშირებით
30-08-2017
-
+


რამდენიმე რჩევა ფორმალურ ჩაცმულობასთან დაკავშირებით

1.   პროფესიული ჩაცმულობის შერჩევისას გაითვალისწინეთ კომპანიის პოლიტიკა - თუ კომპანიას თანამშრომლებისთვის ჩაცმულობასთან დაკავშრებით კონკრეტული მოთხოვნები არ აქვს, ზოგადი ინფორმაცია უშუალო უფროსისგან ან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისგან მიიღეთ;

2.  არაოფიციალური ჩაცმულობა არ ნიშნავს უდიერად ჩაცმას - გახსოვდეთ რომ თქვენი ტანსაცმელი მუდამ სუფთა, დაუთოებული და კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს;

3.  არ ჩაიცვათ სექსუალურად  - მეტისმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე არც ერთ შემთხვევაში არ არის სამუშაო გარემოს შესაფერისი ჩაცმულობა;

4.  თუ ეჭვი გეპარებათ  - არ ჩაიცვათ!  - როდესაც ყოყმანობთ, არის თუ არა კონკრეტული ტანსაცმელი თქვენი სამუშაოს შესაბამისი, აჯობებს ის არ ჩაიცვათ;

5.  დარწმუნდით, რომ შესაფერისი ფეხსაცმელი გაცვიათ  - ფეხსაცმელი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში. სპორტული ფეხსაცმელი და სანდლები სამუშაო გარემოსთვის რეკომენდებული არ არის;

6.  დაიცავით ზომიერება აქსესუარებისა და სუნამოს ხმარებისას  - სამუშაო გარემოში რეკომენდებული არ არის ყურადღების მიპყრობა სუნამოს გადაჭარბებული სურნელით ან გადამეტებული აქსესუარებით (ძვირფასეულობა, ბიჟუტერია, თმის ფერადი სამაგრები და სხვა.)

წყარო: ''ინტერპერსონალური კომუნიკაცია''. 

ავტორები: ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება