უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
18-08-2017
დაკოპირებულია
-
+
უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება.
უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან.
მასწავლებელი მოცემული ცხრილით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს: შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას.