სიახლეები
საინტერესო , რჩევები

აცრები მოზარდის ასაკის მიხედვით - იხილეთ პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი
16-08-2017
-
+


იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.

იმუნიზაციის მიზანია ცალკეული ადამიანების ან მთელი მოსახლეობის დაცვა "მართვადი" ინფექციებისაგან.

ბავშვს დაბადებისას, ჩვეულებრივ, აქვს იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციებისადმი, რასაც განაპირობებს პლაცენტის გზით გადაცემული ანტისხეულები. ძუძუთი კვებისას ახალშობილი დედის რძის მეშვეობით დამატებით იღებს ანტისხეულების ახალ ულუფას. ასეთი პასიური იმუნიტეტი დროებითია და ცხოვრების პირველი წლის ბოლოსათვის იკლებს.  

ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც ითვლება დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიური საშუალებად  თანამედროვე მედიცინაში.

ვაქცინის შეყვანას აცრა ეწოდება. აცრის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ ზოგიერთ მიკროორგანიზმებს, მაგ ვირუსებს (წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია) ან ბაქტერიებს (ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის გამომწვევევები).

რა არის ვაქცინები?

ვაქცინები შეიცავენ იმავე ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, თუმცა ეს ანტიგენები ვაქცინებში დახოცილი ან იმდენად დასუსტებულია, რომ მათ დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ, საკმარისად ძლიერები არიან საიმისოდ, რომ იმუნურმა სისტემამ აწარმოოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება. მეხსიერების შემნახველი უჯრედები უზრუნველყოფენ თავიდან ააცილონ  ადამიანს დაავადება თუ  მომავალში კვლავ აღმოჩნდებიან ინფიცირების საფრთხის წინაშე. ვაქცინაციის წყალობით ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უვითარდებათ იმუნიტეტი და აღარ ავადდებიან ვაქცინაციას დაქვემდებარებული დაავადებით.  

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.  ამ „უცხო დამპყრობლებს“  ანტიგენები ეწოდება და  მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს  ცილოვანი ნივთიერებების: ანტისხეულების  გამომუშავებას. ნორმალურ, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას ყოველ დღე  შეუძლია გამოიმუშაოს მილიონობით ასეთი ანტისხეული ათასობით შემოტევის (ანტიგენის) მოსაგერიებლად. ამას ორგანიზმი იმდენად ბუნებრივად აკეთებს, რომ ადამიანები ვერც კი ვამჩნევთ. ანტისხეულები ხშირად ქრებიან მას მერე, როგორც კი გაანადგურებენ შემოჭრილ ანტიგენებს. უჯრედები  (მეხსიერების საცავები) კი, რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში, ორგანიზმში რჩებიან, იმახსოვრებენ ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ „შეხვედრა“  და იცავენ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე, თუკი ისინი კვლავ შეეცდებიან ორგანიზმში შემოჭრას.  

აცრები მოზარდის ასაკის მიხედვით - იხილეთ პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი


გახსოვდეთ: 

  • აცრების ჩატარების საკითხს უნდა წყვეტდეს ექიმი (უბნის პედიატრი, ოჯახის ექიმი, აცრის კაბინეტის ექიმი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ან მოზრდილის ინდივიდუალობის (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანამნეზის, მოცემული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის), ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაციისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. 
  • უკუჩვენებათა ჩამონათვალი უნდა შემოწმდეს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციაში;    

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება