სიახლეები
სიახლეები

პრაქტიკოს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდა - ყველა საგნის პირველადი შედეგები და აპელაცია
15-08-2017
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ყველა საგნის პირველად შედეგებს

სააპელაციო განაცხადები მიიღება 16 აგვისტოს 10:00 საათიდან 22აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი,სახელი, პირადი ნომერი. 
ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდანბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • "საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
  • ვებგვერდზე www.paybox.ge

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მასწავლებელს/მასწავლებლობის მსურველს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა" და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევასჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ). საგნის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველადავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადშიარაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა".

გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს,შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 22 აგვისტოს 18:00 საათზე.

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება