სიახლეები
ეტალონი

28 წლიანი გამოცდილების მქონე წამყვანმა სამშენებლო კომპანია ‘’ანაგმა’’ ‘’საქართველოს ეტალონი მოსწავლე’’ 5000 ლარიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვა
24-07-2017
-
+


24 ივნისს ბათუმში 11 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი გაიმართა.

მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.

პირველ ცხრა ადგილზე გასული მონაწილისთვის ფულადი პრიზები კერძო კომპანიების დირექტორებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა დააწესეს.

2016-2017 სასწავლო წლის ''ეტალონის'' გამარჯვებულს 5000 ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია ''ანაგმა'' გადასცა.

''ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ განათლებული ახალგაზრდა თაობა არის უალტერნატივო პრიორიტეტი, რადგან განსწავლული ახალგაზრდების გარეშე არ არსებობს განვითარება. ამ გადმოსახედიდან ''ეტალონი'' უდავოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას, უზრდის მათ სწავლის მოტივაციას და დიდ საქმეს აკეთებს განათლების პოპულარიზაციაში'', - აღნიშნა კომპანია ''ანაგის''დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

''ანაგი'' წამყვანი სამშენებლო კომპანიაა 28 წლიანი გამოცდილებით. მისი ისტორია 150-ზე მეტ დასრულებულ და 21 მიმდინარე პროექტს ითვლის. 1989 წელს დაარსებულ კომპანიაში, სადაც თავიდან 8 ადამიანი იყო გაერთიანებული, დღეს 2000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი მუშაობს. წლების მანძილზე არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვეს - წლის საუკეთესო დამსაქმებელი სამშენებლო კომპანია, წლის ბიზნესი... წელს ''ანაგი'' საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა სამშენებლო დარგის ლიდერად დაასახელა. ეს წოდება კომპანიამ უკვე მეორედ მოიპოვა. ''ანაგის'' საქმიანობის დეტალებზე მის დირექტორს ირაკლი გოგოლიშვილს ვესაუბრეთ.

28 წლიანი გამოცდილებით მრავალპროფილიან სამშენებლო საქმიანობას ეწევით. როგორ შეიქმნა ''ანაგი'' და რა წარმატებებს მიაღწია?

- კომპანია ''ანაგი'' 1989 წელს დაარსდა აჭარაში და მისი დამაარსებლები ახალგაზრდა ბიჭები, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსის მეგობრები იყვნენ. მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა სივრცეში მყოფ საქართველოში კომპანია კოოპერატივის სახით ცდილობდა პირველი ნაბიჯების გადადგმას და საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

90-იან წლებში ნებისმიერ ბიზნეს სტრატეგიაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, სრულიად ქაოტურ და არასტაბილურ საბანკო თუ საგადასახადო სივრცეში თვითდამკვიდრება და ჯანსაღი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება, იყო გამოწვევა  კომპანია ''ანაგის'' მომავალი წარმატებისა და განვითარების. კომპანიის  მესვეურები,რომლებიც გავმეორდები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, ფაქტობრივად კარდაკარ დადიოდნენ და ყველასთან ეწეოდნენ თავიანთი მომსახურების შეთავაზებას.

ასეთ პირობებში, ყოველგვარი ე.წ. ''მფარველის'' გარეშე, ნამდვილად არ იყო მარტივი წარმატების მიღწევა, მაგრამ საქმის კეთებისა და პროფესიული განვითარების დიდმა სურვილმა, თავდაუზოგავ მონდომებასთან ერთად გამოიღო თავისი შედეგი და დღეს, ''ანაგი'', სადაც თავიდან სულ 8 ადამიანი იყო გაერთიანებული, ითვლის 2000-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ქართულ საწარმოს.

ანაგის ანგარიშზეა ისეთი სამშენებლო პროექტები როგორებიცაა სასტუმრო ''ჰილტონი'', სასტუმრო ''რიქსოსი'', სასტუმრო ''საქართველო'' ქობულეთში (GPH), სავაჭრო-გასართობი ცენტრი ''ისთ პოინტი'', სასტუმრო ''მარინა კოლიზეუმი'' ბათუმში, ბათუმის საბაგირო გზა, სითი მოლი და საცურაო აუზი გლდანში, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზ-ი) თბილისსა და ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი,  ფორდის ცენტრი და აუდის ცენტრი, მესტიის აეროპორტი, ბათუმის პიაცა, დავით გაგუას კლინიკა, იუსტიციის სახლები -  ლაზიკასა და ოზურგეთში, დედაქალაქის საკრებულოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.

დღეისათვის მხოლოდ რუსთაველი-ჭავჭავაძე-მელიქიშვილის გამზირებზე გვაქვს 8 მიმდინარე პროექტი, მათ შორის, ყოფილი უნივერმაღი ''თბილისის'' ადგილას, ახალი სავაჭრო-გასართობი ცენტრის ''გალერეა თბილისის'' მშენებლობა, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა და სხვა პროექტები, რომლებიც მალე ''ანაგის'' პორტფოლიოს შეემატება.

- 150-ზე მეტი დასრულებული და 21 მიმდინარე პროექტი, არაერთი ჯილდო - წლის საუკეთესო დამსაქმებელი სამშენებლო კომპანია, წლის ბიზნესი... საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ ორჯერ დასახელდით დარგის ლიდერად. ამ აღიარებების შესახებ რომ გვესაუბროთ...

- 1989 წლიდ ''ანაგის'' დინამიკა ყოველთვის მზარდი იყო. განვლილი 28 წლის მანძილზე კომპანია იზრდებოდა ფინანსურად, გაიზარდა მისი საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და, რა თქმა უნდა, დასაქმებულთა რაოდენობაც, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, 2000-ზე მეტია. კომპანიას არ გააჩნია არცერთი შეუსრულებელი ფინანსური ან სახელშეკრულებო ვალდებულება, დაუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სამშენებლო პროექტი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ''ანაგის'' ზემოთ აღნიშნულ სოლიდურ სტატუსს უმყარებს ზურგს.

- რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო სფეროში კონკურენცია მაღალია, რაც ჩვენი შეფასებით და ზოგადადაც კარგია, როგორც მთლიანად სამშენებლო ბაზრისთვის ასევე, რა თქმა უნდა, ''ანაგისთვის'' - კომპანიისთვის, რომელსაც პირველობაზე აქვს პრეტნეზია. კონკურენციის პირობებში საქმის ხარისხიანად კეთების მეტი ამბიცა არის და ეს აჯანსაღებს პროცესს.

რაც შეეხება ფაქტორებს, რომლებიც გამოგვარჩევს ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში, პროფესიონალიზმის შემდეგ სავარაუდოდ არის მუშაობის სტილი, ცალკეული დამკვეთის და მისი პროექტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმა, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და ჩვენი დამკვეთებისთვის მიცემული მკაფიო გარანტიები.

 - არაერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერი ხართ. ამის შესახებაც რომ გვესაუბროთ.

- კომპანია ''ანაგის'' ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა, ჩვენ ვცდილობთ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას თუმცა ნაკლებად ვიხმაუროთ.

''ანაგი'' ყოველთვიურად მინიმუმ თითო აქტივობას გეგმავს ამ მიმართულებით, რაც ვთვლი, რომ კომპანიის კეთილი ნების გარდა, ნაწილობრივ ვალდებულებაც არის.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება