სიახლეები
სიახლეები

საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალი საქართველოს 8 ქალაქში გაიმართება
20-07-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება, კერძოდ: არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა, ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა (პირმა, ორგანიზაციამ..) სამინისტროს ელ. ფოსტაზე: resursebi@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:

1. დაინტერესება საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე;

2. საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად საჭირო ფართის ოდენობა (კვ.მ);

3. ექსპონატების სახეები.

აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს ბაგა-ბაღებისა და სკოლებისათვის, ბავშვების/მოსწავლეების, მათი მშობლების, აღმზრდელ-პედაგოგებისა და მასწავლებლებისათვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის ერთიან სივრცეში განთავსებასა და მათი გაცნობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ფესტივალის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება საგამოფენო ექსპონატის სახით წარმოადგინოს: მულტიმედიური ტექნოლოგიები, 3D დისპლეი/მოწყობილობები, აუდიო/ვიდეო ტექნიკა, ციფრული კამერები, მონიტორები, პროექტორები, მოდელები, ხელსაწყოები, პლაკატები, ბარათები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, შემეცნებითი ფილმები, სხვადასხვა სასწავლო ინვენტარი (მათ შორის, სპორტული) და ტექნიკა, ატლასები, გლობუსები, რუკები, ლაბორატორიული აღჭურვილობები, სხვადასხვა საკითხავი მასალები, ჟურნალები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები, ელექტრონული რესურსები და სხვა, სააღმზრდელო და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები.

ფესტივალის გამართვა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომით (სექტემბერი/ოქტომბერი) საქართველოს 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომი, გორი, მარნეული და თელავი.

საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად სამინისტრო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს უფასოდ გამოუყოფს ფიქსირებულ ფართს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება