სიახლეები
სიახლეები

როგორ აფასებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საგნის გამოცდას
20-07-2017
-
+


დღეს მათემატიკის (VII-XII), ისტორის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი კანდიდატები აბარებდნენ გამოცდას. დღევანდელ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 70%-ზე მეტი გამოცხადდა. 

როგორ აფასებენ მასწავლებლები საგნის გამოცდას და რა სირთულის საკითხები შეხვდათ:

''ამ გამოცდების მომხრე ვარ. ახლა რომ ამბობენ, რაში გჭირდება, არაფრისმომცემია, უაზრობაა და ა.შ, კატეგორიულად არ ვეთანხმები. პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის გამოცდების ჩაბარება აუცილებელია. მე თუ არ ვისწავლე, ჩემი ცოდნა არ გამოვცადე ამ გამოცდებზე, მოსწავლეებს როგორღა ვასწავლი?! სულაც არ არის სირცხვილი, რომ მასწავლებლებს გამოცდა გვიტარდება. მასწავლებელმა გამოცდები უნდა ჩააბარონ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა პერიოდულად უნდა ჩააბაროს გამოცდა და ამით შეამოწმოს თავისი ცოდნა. მე გეოგრაფიის მაწავლებელი ვარ, 10 წელია ვასწავლი. რაც შეეხება უშაულოდ საკითხებს, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ძალიან საინტერესო იყო.''

''ისტორიის გამოცდა ჩავაბარე. საკითხები საშუალო სირთულის იყო. ჩემი აზრით, ეს გამოცდები სულაც არ არის აუცილებელი. ჩემთვის გამოცდების ჩაბარების ერთადერთი მოტივაცია ხელფასის გაზრდაა, არამხოლოდ ჩემთვის, ვინც ამ გამოცდებს აბარებს, უმეტესობას მხოლოდ ეს ამოძრავებს.''

''გეოგრაფიის გამოცდა ჩავაბარე, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ უფრო რთული იყო, ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.''

''ისტორიის მასწავლებელი მსურს რომ ვიყო და დღეს სწორედ ისტორიის გამოცდა ჩავაბარე. საშუალო სირთულის საკითხები იყო.  ტესტური დავალებები ყველა პერიოდს ეხებოდა. ბოლო ტესტი გიორგი პირველის შესახებ იყო, კარიკატურები მე-2 მსოფლიო ომზე. ჩემი აზრით, ეს გამოცდები მნიშვნელოვანია, მასწავლებელი კომპეტანტური უნდა იყოს იმ საგანში, რომელსაც ასწავლის და ეს გამოცდებიც ასე თუ ისე განსაზღვრავს, პედაგოგის კომპეტენციას.''

''ისტორიის პედაგოგი ვარ. საკმაოდ რთული საკითხები იყო. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდები უაზრობაა და ტყუილად გვაწვალებენ.''

''ისტორიის პედაგოგი მსურს რომ გავხდე. მე ძალიან გამიადვილდა, საინტერესო საიკითხები იყო. მსოფლიო ისტორიიდან უფრო მეტი საკითხი იყო, ვიდრე საქართველოს ისტორიიდა. ამით ცოტა უკმაყოფილო ვარ. ძალიან მიყვარს სართველოს ისტორია და მინდოდა მეტი კითხვა ყოფილიყო. ძირითადად საფრანგეთზე იყო შეკითხვები. ამ გამოცდების ჩატარებას მივესალმები. უარყოფითი მხარე არ აქვს. გამოცდების ფორმატიც ძალიან მოსახერხებელია. ერთადერთი რასაც შევცვლიდი, არის ის, რომ მთლიანად ელექტრონულს გავხდიდი.''

''გეოგრაფიის პედაგოგი ვარ. გამოცდა საშუალო სირთულის იყო. ყველა საკითხი პროგრამულია. ჩემი აზრით, გამოცდა არ წყვეტს მასწავლებლის პროფესიონალიზმს. შეიძლება გამოცდაზე ისეთი საკითხი შეგხვდეს, რომ იმ წუთას ვერ უპასუხო. ნახევრადელექტრონული ფორმატი ძალიან კარგია. ფურცელზე მეტად, ეს უფრო მოსახერხებელია.''

შეგახსენებთ, რომ  მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 13 ივლისს დაიწყო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება