სიახლეები
ეტალონი

მე-7 ადგილი ''ეტალონის'' ფინალში და ფულადი პრიზი - გაიცანით ''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე'' სალომე ჩიკაშუა
13-07-2017
-
+


''ლანჩხუთის ეტალონმა მოსწავლემ'' სალომე ჩიკაშუამ ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებაზე 83 მოსწავლეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ მე-6, მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ მოსწავლეებს თანაბარი 85-85 ქულა ჰქონდათ. სალომე ჩიკაშუას მეშვიდე ადგილზე გასვლა მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა.

მე-7 ადგილისთვის 1000 ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია ''კულამ'' დააწესა. 

სალომე ლანჩხუთის N2 სკოლაში სწავლობს, მე-10 კლასელია. როგორი მოსწავლე და რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, ამის შესახებ ''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის'' მასწავლებლებსა და მშობლებს გავესაუბრეთ:

ლანჩხუთი N2 სკოლის დირექტორი ირინე შარაბიძე:

''სალომე შრომისმოყვარე, ინტერესიანი მოსწავლეა. თანაბრად კარგად სწავლობს ყველა საგანს, მაგრამ გამორჩეულად ქართულსა და ინგლისურს. ფლექსის პროგრამაში გაიმარჯვა, მაგრამ ბოლო ეტაპზე, როდესაც ოჯახის არჩევაა, იქ არ მოხდა მისი არჩევა, სხვა დანარჩენი ეტაპი წარმატებით გაიარა. ეროვნულ სასკოლო ოლიპიადებში მონაწილეობს, თითქმის ყველა საგნის ოლიმპიადაში - ინგლისურში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში... მრავალმხრივ განვითარებული  ბავშვია, ოთხი დედმამიშვილია და ყველა ძალიან ნიჭიერია, ზოგადად, ჩიკაშუები ძალიან ნიჭიერი ხალხია. ძალიან კომუნიკაბელურია, ძალიან აქტიურია, მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, რაიონის მასშტაბით გამართულ პროექტებში. მისგან ამ წარმატებას ველოდით, უკეთესის მოლოდინშიც ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგი შედეგია, კმაყოფილები ვართ, ფინალში ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები მონაწილეობნენ. მოხარული ვარ, რომ ასეთი გრანდიოზული სახე მიიღო ამ კონკურსმა. დიდი მადლობა და წარმატება ''ეტალონს''.

სალომეს კლასის დამრიგებელი ლიანა ჩხაიძე:

''სალომე ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. მისგან ამ წარმატებას ნამდვილად ველოდი, უფრო მეტიც შეუძლია. ძალიან ემოციური დღე იყო, 83 საუკეთესო მოსწავლეს შორის მე-7 ადგილზე გასვლა, დიდი მიღწევაა, ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, აქტიურად მონაწილოებს ოლიმპიადებში. წელს კინგსის ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადაში, საპრიზო ადგილი დაიკავა. ფლექსის კონკურსში მონაწილეობდა, ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, მაგრამ ბოლო ეტაპზე, ამერიკელი ოჯახისგან მოუვიდა უარი. ყველა ღონისძიებაში მონაწილეობს, შეიძლება ითქვას, რომ წამყვანი ბავშვია. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის. სხვათა შორის, ოთხი დედმამიშვილია და ოთხივე ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. წელს მისი და აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ძალიან წარმატებული გოგოა, სასკოლო გამოცდები ძალიან კარგად ჩააბარა - უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, უამრავი ხალხი ესწრებოდა, ემოციური და შთამბეჭდავი დღე იყო. უღრმესი მადლობა ''ეტალონს''.

ლანჩუთის N2 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნატო ორაგველიძე:

''სალომე ყველანაირ აქტივობაშია ჩართული, როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე. მას ყველა მონაცემი აქვს, რომ წარმატებული იყოს. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, ყოველთვის ხელს უწყობენ. სალომე ძალიან წარმატებული ბავშვია და რაც მთავრია, შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება. თანამედროვე საზოგადოებას რაც სჭირდება, რა მოთხოვნებიც აქვს, სალომე აბსოლუტურად დააკმაყოფილებს თავისი უნარებით. მას უფროსი და ჰყავს, წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ის ორი წლის წინ ''ეტალონის'' ფინალური ღონისძიების მონაწილე იყო, ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე. სალომესაც ერთი სწორი პასუხი აშორებდა გამარჯვებამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მას ძალიან მოკლე დროში შეუძლია ძალიან სწორი გადაწყვეტილებების მიღება. პიროვნულ თვისებებს რაც შეეხება, ძალიან დადებითი პიროვნებაა, მის გარშემო სულ პოზიტიური აურაა. უზომოდ ბევრ სითბოსა და სიყვარულს გასცემს და შესაბამისად, იღებს კიდეც. უშუალოდ ღონისძიების შესახებაც მინდა ვთქვა, ფეისბუქ ლაივით ვადევნებდი თვალს, ბრწყინვალედ ორგანიზებული იყო და, რაც მთავარია, - გამჭვირვალე. ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ ''ეტალონით'', რადგან მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. დიდი სურვლი მაქვს, რომ ტელევიზიით გადაიცემოდეს.''  

სალომე ჩიკაშუას დედა ნათია სიხარულიძე:

''ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიწყებ თავიდან, ''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე'' რომ გახდა სალომე, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი, საოცრად ემოციური დღე იყო. რაც შეეხება ფინალს, ძალიან კმაყოფილები და შთაბეჭდილებით სავსე ვართ. სალომეს ერთ კითხვაზეც რომ გაეცა სწორი პასუხი, მე-2 ადგილზე გადიოდა. თუმცა, მიღებული შედეგით უსაზღვროდ კმაყოფილი ვართ. დიდი წარმატებაა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სოფლის სკოლაშიცაა შესაძლებელი კარგი განათლების მიღება. შვილის დახასიათება ძნელია. სალომე საუკეთესოა გოგოა, წარმატებულია სკოლაში, ლანჩხუთში ცნობილი ბავშვია. დიდი მადლობა ამ პროექტს ამისთის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის საშუალებას იძლევა.''

შეგახსენებთ, რომ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი 24 ივნისს, ბათუმში შედგა. საქართველოს ეროვნული ინტელექს-ჩემპიონატის ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება