სიახლეები
საინტერესო

რომელია თქვენი შესაფერისი პროფესია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
23-06-2017
-
+


გთავაზობთ თქვენთვის შესაფერის სამსახურს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქტიური სამსახური სურთ და არა საოფისე საქმე.

კურო - თქვენ ხართ სანდო და საიმედო თანამშრომელი. თქვენ კარგად გამოგივათ მატერიალურ ფასეულობებზე დაფუძნებული სამსახური, როგორიცაა ფინანსური მრჩეველი, ან სხვა მონათესავე სფეროს პროფესია.

ტყუპები - სწრაფი და სააზროვნო სამსახური შეგეფერებათ, ისეთი როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი. ტყუპები ძალიან თავდაჯერებულნი არიან და ეს მათ კარიერას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს.

კირჩხიბი - თქვენ საოცრად მზრუნველი ადამიანი ხართ და თქვენი სამსახური ბავშვის, ან ცხოველების მკურნალობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ასევე სოციალური საქმე. მასწავლებლობა კი ზუსტად შეეფერება თქვენს ხასიათს.

ლომი - თქვენ ილუზიონისტი ხართ, ვისაც შეუძლია, რომ არაფრისგან რაღაც შექმნას. თქვენ უნდა გქონდეთ ისეთი სამსახური, სადაც ყურადღების ცენტრში იქნებით, მაგალითად - მსახიობი, მომღერალი და ა.შ. ასევე ძალიან კარგად გამოგდით ბავშვების გართობაც.

ქალწული - თქვენ გიყვართ დეტალებში ჩაძიება, ამიტომ იქნებოდით კარგი მათემატიკოსი, დამკვირვებელი, შეგიძლიათ კარგი რედაქტირება და კარგად გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ყურადღებას დეტალებში მოითხოვს.

სასწორი -  თქვენ გაყიდვების მხრივ დიდ წარმატებას მიაღწევთ, ასევე კარგი თანამშრომელი იქნებით მოლაპარაკებებისა და მრჩეველის როლში. კარგად გამოგივათ ადვოკატობაც.

მორიელი - თქვენ ხართ სიმართლისა და სამართლიანობის დიდი დამცველი, ამიტომ შესანიშნავი სამართალდამცველი და უფლებადამცველი იქნებოდით. ამის მიზეზი კი, თქვენი უშიშრობა და შარმია, რისი წყალობითაც წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.

მშვილდოსანი - თქვენ გიყვართ მსოფლიოს განსხვავებული კულტურისა და გამოცდილების შესწავლა, ამიყომ თქვენ იქნებოდით გეოგრაფიისა და ისტორიის შესანიშნავი მასწავლებელი, ასევე ადამიანებთან ურთიერთობის მენეჯერი, ან გიდი.

თხის რქა - თქვენ ხართ შრომისმოყვარე და პრაქტიკული, ამიტომ ეს დადებითი მხარეები კარიერისკენ უნდა მიმართოთ. თქვენ კარგად შეგიძლიათ ფულის მენეჯმენტი და აუდიტი, ასევე იდეალურად გამოგდით სხვისი დახმარება. 

მერწყული - თქვენ გაქვთ უამრავი ახალი და ორიგინალური იდეები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ, როგორც თქვენ, ასევე სხვასაც. თქვენ კარგი ქველმოქმედი ხართ. არჩევანი უნდა გააკეთოთ პილოტისა და პოლიტიკოსის კარიერას შორის.

თევზები - თქვენ ხართ არტისტული და გაქვთ ღრმა ინტუიციის გრძნობა. თუ თქვენ ხართ თავდაჯერებული, შეგიძლიათ მთავარი როლიც ითამაშოთ. მაგრამ თუ ხართ მორცხვი, შეგიძლიათ იყოთ კადრს მიღმა და ისე აკეთოთ საყვარელი საქმე, როგორებიცაა - ფოტოგრაფია, რეჟისურა, მწერლობა და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება