მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ
22-06-2017
დაკოპირებულია
-
+
წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები, სულ 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიაწოდა.
განათლების მინისტრს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რომ საზოგადოებისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
კვირიკაშვილის განცხადებით, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებისთვის შესაძლებლობა, რომ საზაფხულო ბანაკებში დაისვენონ.
ამის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბავშვები არიან მცირე სკოლებიდან, რაშიც სოფლის და ქალაქის მცირე სკოლები იგულისხმება.