სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლის მასწავლებლები საგნობრივი მეთოდიკის კურსს - ''აქტიური სწავლება საგნებში'' გაივლიან
20-06-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სონია შარიგიანი საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ გაივლიან.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 179 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწავლებელს საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ ჩაუტარებს.

საგნობრივი მეთოდიკის კურსი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლებს ჩაუტარდება და ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას; ტრენინგის პროცესში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და შეძლონ აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკაში.

ტრენინგ მოდული 24 საკონტაქტო საათისგან შედგება. მასწავლებლებს ტრენინგის შემდგომ აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე განიხილონ ახალი სტრატეგიები და მიდგომები, ამით კი ხელი შეუწყონ მათ საკლასო ოთახში დანერგვას.

ამჟამად, ბათუმში, მათემატიკისა და ინგლისური ენის ტრენერთა ტრენინგი 48 ტრენერისთვის მიმდინარეობს.

საგნობრივ კურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.

ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგები 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. პროფესიული განვითარების საშუალება იმ 7000-ზე მეტ VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა, რომელმაც მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე გაიარა ზოგადპროფესიული უნარების მოდულები 2016-2017 წელს.

პროექტში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობებში ასევე ჩაერთვებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებიც; შესაბამისად, საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების 18000-ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი წარმოადგენს. გადამზადების პროცესში მასწავლებლები ორ ნაკადად ჩაერთვებიან.

მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების სრული კურსი (ზოგადპროფესიული და საგნობრივი მეთოდიკა) 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება; მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 სექტემბრის პერიოდში გაივლის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება