სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როგორია სტუდენტური ''ოქროს წლები'' საქართველოსა და უცხოეთში
27-09-2016
-
+


სტუდენტობა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს გრძნობ, რომ უკვე დიდი ხარ, საკუთარი თავი შენ გეკუთვნის და მომავალი შენზეა დამოკიდებული. 

ეს ყველაფერი ყველასთვის საერთოა, თუმცა ზოგისთვის შეგრძნებად რჩება, ზოგისთვის – მოქმედებად. 

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ქართველი სტუდენტის ცხოვრება გაცილებით რთულია. ცხოვრების რიტმიც უცხოელი სტუდენტებისგან რადიკალურად განსხვავებულია. 
 
საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობას ერთნაირი სტუდენტური ცხოვრების რიტმი აქვს.

როგორ ერთობიან ქართველი და უცხოელი სტუდენტები?! 

ქართველი სტუდენტების უმრავლესობა მუშაობს, რომელსაც სწავლასთან ათავსებს ხოლმე, ჯგუფურ გართობებში და სტუდენტურ ღონისძიებებში ხშირად ვერ/არ იღებენ მონაწილეობას, ამის არგუმენტად კი დროის უქონლობას ასახელებენ. 

რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ისინი ქართველებზე მეტად გახსნილები და თავისუფლები არიან, სტუდენტური ღონისძიებებით ხშირად „იწუხებენ“ თავს… განსხვავებულია, როგორც ცხოვრების რიტმი, ასევე - სწავლის ხარისხიც. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოდან წასული  სტუდენტები, რა განსხვავებებს პოულობენ ისინი ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის.

რუსა ბართიშვილი ქალაქ  დორფენის „უცხო ენათა შემსწავლელი უნივერსიტეტის“ სტუდენტი:

– გერმანიაში 2 წლის წინ ჩამოვედი.  ჩამოსვლისთანავე დავიწყე სწავლა, აქტიურად ჩავები სწავლის პროცესში და მივხვდი, რომ აქ ყველანაირი საშუალება მქონდა  სათანადო განათლება მიმეღო, რომელიც ყველგან გამომადგებოდა, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებზე. 
 
სალომე ბაკურაძე „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტი:

- ჩემი სტუდენტური ცხოვრება სხვა ქართველი გოგო–ბიჭების  ცხოვრებისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. ყოველდღე ერთი და  იგივე … დილას ადრე ადგომა, სამსახური. თითქმის ვერ ვიცლი უნივერსიტეტისთვის, მარტო გამოცდების პერიოდში ვუთმობ დროს. რაც შეეხება გართობას, არანაირ სტუდენტურ ღონისძიებებში არ მიმიღია მონაწილეობა. ჯგუფთან ერთად საერთოდ არ ვერთობი ხოლმე, მათ ძალიან იშვიათად ვნახულობ.
 
ზურა შურღაია ქალაქ ბრნოს „ მენდელის სახელობის  უნივერსიტეტის“ სტუდენტი: 

– ქართველი და უცხოელი სტუდენტების ცხოვრებას ვერ შევადარებ. თბილისში ძალიან უაზროდ ვიყავით ხოლმე, იშვიათად გავდიოდით მთელი ჯგუფი, ისიც სადმე, რომელიმე რესტორანში, ვუსმენდით ცოცხალ მუსიკას. თბილისში კლუბებში საერთოდ არ დავდიოდი, ჯერ იმიტომ, რომ ძალიან ძვირია შესვლა და მეორე –კონტინგენტი არ მომწონდა… სულ სხვანაირი სტუდენტობის წლები მაქვს ჩეხეთში. აქ მარტო გამოცდების პერიოდში ვართ ჩართულნი სწავლაში, დანარჩენ დროს კი ვერთობით. 
 
ავტორი: იაკო ამირანაშვილი 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება