სიახლეები
სკოლები

ვაჭევის სკოლაში, რომელიც 270 მოსწავლეზე გათვლილი, 27 მოსწავლე სწავლობს
13-06-2017
-
+


ვაჭევის სკოლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევში, სოფლის ცენტრში მდებარეობს. სკოლის შენობა 1982 წელს არის აგებული, თუმცა სოფელში მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან, კერძოდ 1885 წელს ვაჭევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 

სკოლის დამაარსებელი და პირველი პედაგოგი მღვდელი სპირიდონ ბრეგვაძე იყო. 1930 წლიდან სკოლა შვიდწლიან სასწავლებლად გადაკეთდა, ხოლო 1968 წლიდან დღემდე - საშუალო სკოლად.

სკოლის სამსართულიანი შენობა ფართო, ნათელი დერეფნებითა და ოთახებით, 270 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა ამჟამად სკოლაში 27 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეთა მცირე კონტიგენტი მოსახლეობის მაღალი მიგრაციითა გამოწვეულია. სოფელი მაღალმთიანია, მკაცრი კლიმატური პირობებისა და მწირი მოსავლიანობის გამო, მოსახლეობა იძულებულია სოფელი დატოვოს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ხუთი აბიტურიენტი იყო და ხუთივე სტუდენტი გახდა. სამი მათგანი არამარტო უნივერსიტეტის სტიპენდიატია, არამედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც დააჯილდოვა ფულადი თანხით, სწავლაში წარმატებებისათვის.
 
ვაჭევის სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებსა და ოლიმპიდებში. მე-2 კლასის მოსწავლე არჩილ ჩაგელიშვილმა წარმატებას მიაღწია კინგსის მათემატიკისა და ქართულის საერთაშორისო ოლიმპიადაში, სამი საფეხური დაძლია და დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონში'', სადაც მე-8-მე-12 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებული გამოვლინდა მე-11 კლასის მოსწავლე ომარ მოდებაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ''ჭიათურის ეტალონის'' ღონისძიებაში.

სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი მამუკა კერესელიძე ხელმძღვანელობს. სკოლაში სულ 13 პედაგოგია, აქედან სერტიფიცირებულია - ოთხი. სკოლა პროფესიონალი და აქტიური მასწავლებლებითაა დაკომპლექტებული.

ვაჭევის სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებული ექიმები, პედაგოგები და ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან.

სკოლაში ამჟამად მუშაობენ სკოლის კურსდამთავრებულები გელა ცერცვაძე, შორენა ცერცვაძე, ინგა ჩაგელიშვილი, პრეზიდენტის სტიპენდიატი მარინა ცერცვაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ერთადერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობს და ისიც ვაჭევის სკოლის კურსდამთავრებულია.

ვაჭევის სკოლის პედაგოგები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩაბმულნი იმ ურთულეს საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება